x
image
Gektor Cantona
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების ტოპ 10
imageლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა კარიერა დაასრულა! ბევრმა ცნობილმა სახემ ეს ერთი დიდი ეპოქის დასასრულად შეაფასა. ფერგი ყველა დროის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. წარმოგიდგენთ ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო მწვრთნელების ათეულს:


10. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი), 9 ტიტული: ესპანეთის ჩემპიონი (2), ესპანეთის სუპერთასი, უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი (2), უეფას სუპერთასი, საკონტენტთაშორისო თასი, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი. ამჟამად ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

image

9. ფაბიო კაპელო (იტალია), 13 ტიტული. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 1987 წელს "მილანში". ტიტულები: იტალიის ჩემპიონი (5), ესპანეთის ჩემპიონი (2), იტალიის სუპერთასი (4), უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი და უეფას სუპერთასი. ამჟამად რუსეთის ნაკრების მთვარაი მწვრთნელი


image8. მარჩელო ლიპი (იტალია), 14 ტიტული. მწვრთნელის კარიერა საფეხბურთო კარიერის დასრულებისთანავე დაიწყო 1982 წელს. ლიპის ტიტულები: იტალიის ჩემპიონი (5), იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი (4), უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი, უეფას სუპერთასი, საკონტენტთაშორისო თასი და მსოფლიოს ჩემპიონი. ამჟამად ჩინური გუანჩჟოუ ევერგრანდის მთავარი მწვრთნელი

image7. ლუი ვან გაალი (ჰოლანდია), 17 ტიტული. ვან გაალის ტიტულები: ჰოლანდიის ჩემპიონი (4), ჰოლანდიის სუპერთასი (3), ესპანეთის ჩემპიონი (2), გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი, უეფას თასი, უეფას სუპერთასი (2) და საკონტენტთაშორისო თასი. ამჟამად ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

image6. ბობ პეისლი (ინგლისი), 19 ტიტული. ლივერპულის ლეგენდის ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი (6), ინგლისის ლიგის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (5), უეფას ჩემპიონთა თასი (3), უეფას თასი და უეფას სუპერთასი.

image5. ჯოვანი ტრაპატონი (იტალია), 19 ტიტული. ტრაპატონის ტიტულები: იტალიის ჩემპიონი (7), იტალიის თასი (2), გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასი, პორტუგალიის ჩემპიონი, ავსტრიის ჩემპიონი, უეფას ჩემპიონთა თასი, უეფას თასი (3), უეფას თასების მფლობელთა თასი და საკონტენტთაშორისო თასი. ამჟამად ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

image

4. ჟოზე მოურინიო (პორტუგალია), 20 ტიტული. განსაკუთრებულის ტიტულები: პორტუგალიის ჩემპიონი (2), პორტუგალიის თასი, პორტუგალიის სუპერთასი, ინგლისის ჩემპიონი (2), ინგლისის ლიგის თასი (2), ინგლისის თასი, ინგლისის სუპერთასი, იტალიის ჩემპიონი (2), იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი (2) და უეფას თასი. ამჟამად ჩელსის მთავარი მწვრთნელი

image3. ოტმარ ჰიცფელდი (გერმანია), 22 ტიტული. ტიტულები: შვეიცარიის ჩემპიონი (2), შვეიცარიის თასი (3), შვეიცარიის სუპერთასი, გერმანიის ჩემპიონი (7), გერმანიის თასი (3), გერმანიის სუპერთასი (2), უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი (3) და საკონტენტთაშორისო თასი. ამჟამად შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

image2. ვალერი ლობანოვსკი (უკრაინა, სსრკ), 25 ტიტული. ლეგენდარული უკრაინელი მწვრთნელის ტიტულები: სსრკ ჩემპიონი (8), სსრკ თასი (6), უკრაინის ჩემპიონი (5), უკრაინის თასი (3), უეფას თასების მფლობელთა თასი (2) და უეფას სუპერთასი.image
1. სერ ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია), 49 ტიტული. ბრიტანეთის იმპერიის რაინდი მანჩესტერის ახალი ისტორიის დასაწყისი გახდა. ფერგის ტიტულები: შოტლანდიის პირველი დივიზიონის ჩემპიონი, შოტლანდიის ჩემპიონი (3), შოტლანდიის თასი (4), შოტლანდიის ლიგის თასი, ინგლისის ჩემპიონი (13), ინგლისის თასი (5), ინგლისის ლიგის თასი (4), ინგლისის სუპერთასი (10), უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი (2), უეფას თასების მფლობელთა თასი (2), უეფას სუპერთასი (2), საკონტენტთაშორისო თასი და მსოფლიოს ჩემპიონი კლუბებს შორის.

image

1
150
3-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
150
  
2013, 24 ივნისი, 11:26
ქეძბაიას რატომ ვერ ვხედავ? :დ
0 1 1