x
image
Gektor Cantona
26 წლის უკან სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
image1986 წლის 6 ნოემბერს სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედის მთვარ მწვრთნელად დაინიშნა, რაც ახალი ერის დასაწყისი გახდა ამ ბრწყინვალე საფეხბურთო კლუბის ისტორიაში.

სერ ალექს ფერგიუსონი დაიბადა 1941 წლის 31 დეკემბერს ალექსანდერ და ელიზაბეტ ფერგიუსონების ოჯახში შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში. ფერგის ჰყავს მეუღლე ქეთი და სამი ვაჟი: მარკი და ტყუპები: დარენი და ჯეისონი. შვილებიდან მხოლოდ დარენ ფერგიუსონი გაჰყვა მამის პროფესიას.

სერ ალექსი 1957-1974 წწ. პერიოდში, სხვადასხვა დროს თამაშობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: "ქუინზ პარკი" (1957-1960), "სენტ ჯონსტონი" (1960-1964), "დანფერმლაინ ატლეტიკი" (1964-1967), "რეინჯერსი" (1967-1969), "ფალკირკი" (1969-1973) და "AYR იუნაიტედი" (1973-1974). ის დაეხმარა შოტლანდიის პირველის დივიზიონის მოგებაში წმინდანებს (1962-1963 წწ. სეზონი) და "ფალკირკს" (1969-1970 წწ. სეზონი). ფერგი თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე და ჯამში 327 მატჩში გაიტანა 167 გოლი.

32 წლის ასაკში, 1974 წლის ივნისში სერ ალექსი თავს ანებებს მოქმედი ფეხბურთელის კარიერას და იწყებს East Stirlingshire-ში რიგით მწვრთნელობას ნახევარ განაკვეთზე. მისი აქტიური სამწვრთნელო კარიერა უკავშირდება შოტლანდიურ სენტ მირენს, რომელიც 1976-1977 წწ. სეზონში იგებს შოტლანდიის პირველ დივიზიონს.


1978 წელს, როცა ის შეუერთდა საფეხბურთო კლუბ აბერდინს, ასაკით კლუბის რამდენიმე ფეხბურთელზე უმცროსი იყო. რვაწლიან პერიოდში კლუბმა ფერგის ხელმძღვანელობით ათი ტიტული მოიგო: სამჯერ შოტლანდიის პრემიერ დივიზიონი, ოთხჯერ შოტლანდიის თასი, შოტლანდიის ლიგის თასი, უეფას თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი.
1985 წლის 10 სექტემბრიდან 1986 წლის 13 ივნისამდე სერ ალექსი წვრთნიდა შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს.

1986 წლის 6 ნოემბერს სერ ალექს ფერგიუსონი დაინიშნა ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად. 26 წლის მანძილზე იუნაიტედის მონაგარი 37 ტიტულია: ინგლისის პრემიერლიგა (12), ინგლისის ასოციაციის თასი (5), ინგლისის ლიგის თასი (4), ინგლისის ჩერითი/ქომუნითი შილდი (სუპერთასი) (10), უეფას ჩემპიონთა ლიგა (2), უეფას თასების მფლობელთა თასი (1), უეფას სუპერთასი (1), საკონტინენტთაშორისო თასი (1) და ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1).

image

ფერგის აქვს უამრავი პირადი სპორტული და სხვა ჯილდო, რომლის ჩამოთვლას ერთი სტატია არ ეყოფა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის 1999 წელს დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ მინიჭებული ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებაა.

სერ ალექსი არის არა მხოლოდ დიდი მწვრთნელი, არამედ დიდი პიროვნებაცაა. მასთან ნაცნობობით და მეგობრობით ამაყობს არაერთი ცნობადი სახე.

image

ფერგი ღვინის დიდი მოყვარული და კარგი დეგუსტატორიცაა!

71 წლის ასაკში სერ ალექსი აგრძელებს აქტიურ სამწვრთნელო კარიერას. მის ფანებს დიდი იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს!


3
60
13-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
60
  
2012, 6 ნოემბერი, 15:50
კი:D:D:
2012, 6 ნოემბერი, 15:49
არ გერჩივნათ ასე დაბერებულიყო დელბოსკე? :P :D
2012, 6 ნოემბერი, 15:41
დაბერდა კაცი მანჩერსტერში:D:D::DD:D:
0 1 3