x
არნოლდ შვარცნეგერი "ტერმინატორ 5"-ის შესახებ საუბრობს.

imageსტუდია Annapurna-მ, რომელსაც ფრენჩაიზია 'ტერმინატორის' მფლობელობის უფლება აქვს, მთავარი პარტნიორი შეიძინა, ვისი დახმარებითაც მეხუთე ფილმს, კიბორგ-მკვლელებზე მომავლიდან, გადაიღებენ. როგორც გამომცემლობა The Wrap იტყობინება, პროექტს მხარს კინოკომპანია Paramount დაუჭერს.

image







'ტერმინატორის' მეხუთე ნაწილის გადაღებები 2014 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. როგორც საიტი The Arnold Fans იუწყება, ამის შესახებ თვით არნოლდ შვარცნეგერმა განაცხადა.

'მოხარული ვარ, რომ კინოსტუდიებს სურვილი აქვთ 'ტერმინატორ 5'-ში მივიღო მონაწილეობა და კვლავ ტერმინატორის როლი შევასრულო. გადაღებებს იანვარში შევუდგებით, შემდეგ კი კონანის როლის შესრულებას ვგეგმავ'- განაცხადა შვარცნეგერმა.imageშეგახსენებთ, რომ ფილმის სცენარზე პატრიკ ლუსიე და ლაეტა კალოგრიდისი მუშაობენ, ფინანსურ უზრუნველყოფას კინოკომპანია Paramount Pictures ახორციელებს.
პროექტის კინოგაქირავების გრაფიკი ჯერ-ჯერობით უცნობია.image







0
36
შეფასება არ არის
ავტორი:All.star
All.star
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0