x
სერსეი ლანისტერი იგივე ლენა ჰედი

image“მსგავსი უარყოფითი პერსონაჟი კინოსამყაროს არ შეუქმნია” ზუსტად ასეთი სიტყვებით მოიხსენია BBC-მა, ლენა ჰედი სერსეი ლანისტერის როლის შესრულებისთვის. ინგლისელი მსახიობი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაიცნო ჰოლივუდმა, ცნობილი გახდა 2005 წელს ფილმიდან “300 სპარტელი” ხოლო სახალხო აღიარება მოიპოვა 2011 წელს ყველასთვის კარგად ნაცნობი სერიალიდან “სამეფო კარის თამაშები”. ლენა ჰედიმ განასახიერა მსოფლიოში უსასტიკესი ქალის სერსეი ლანისტერის როლი, მისი პერსონაჟი საკმაოდ საინტერესო და ამოუცნობია. მიუხედავად თავისი სისასტიკისა შვილები ყველაზე მეტად უყვარს როგორ თავად ამბობს “ამჯერსდ დედას არ აქვს არჩევანის უფლება”. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ლენამ მოახერხა ურთულესი როლის არაამქვეყნიურად შესრულება, თავისი უარყოფითი პერსონაჟით შეძლო ადამიანებს შეყვარებოდათ რაც ძალიან იშვიათია. განსაკუთრებული მსახიობური ოსტატობა, არტისტული სახე და სილამაზე ეს ლენა ჰედის წარმატების საიდუმლოა. სერსეი ლანისტერის სახით იმდენად სახასიათო პერსონაჟი შექმნა, რომ 2016 წელს “ოქროს გლობუსის” ნომინანტობაც დაიმსახურა და ჰილარი კლინტონის წიგნშიც აღმოჩნდა. ლენა ჰედის კიდევ ვიხილავთ “სამეფო კარის თამაშების” ფინალურ მე-8 სეზონში, როგორც თავად ამბობს ძალიან დაძაბული და ემიციური სეზონი გველოდება რომლის პრემიერაც 2019 წლის აპრილში შედგება.

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:All.star
All.star
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0