x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ჯინსის დაარსება და ჯინსის მეფე ლეიბ სტრაუსი (+ფოტოები)
imageუდიდესი ამერიკული ბრენდი ჯინსი, თავის გაჩენას ერთ მორიდებულ, მორცხვ ყმაწვილს, ლეიბ სტრაუსს, უნდა უმადლოდეს. ის 1829 წლის 26 თებერვალს დაიბადა ბავარიის პატარა ქალაქ ბუტენჰაიმში. სტრაუსების დიდი ოჯახი გერმანიაში უკრაინიდან გაიქცა კარგი ცხოვრების ძიებაში, მაგრამ საწყალ სტრაუსებს დიდხანს არ უმართლებდათ. ლეიბის დედა რებეკა დილიდან დაღამებამდე ურეცხავდა სარეცხს მდიდარ მეზობლებს. ისინი კი კაპიკებს უხდიდნენ. მამა ტუბერკულოზისგან მოუკვდა. ლეიბი მაშინ თოთხმეტი წლის იყო. შეუხედავი, გამხდარი, უსუსური - მახინჯი იხვის ჭუჭულივით. მისი შემხედვარე რებეკა ჩუმად იწმენდდა ცრემლებს.

ამერიკაში ლეიბი შემთხვევით აღმოჩნდა. ის თავის ბიძაშვილებს, ჯონს და ლუისს გაჰყვა, რომლებმაც საგალანტერიო მაღაზია გახსნეს და თავს მშვენივრად გრძნობდნენ. ლეიბს ლევი სწორედ ამერიკაში შეარქვეს.

ბიძაშვილებს ლევი არ უყვარდათ, მაგრამ სან-ფრანცისკოში მაინც წაიყვანეს. იქ იმ დროისთვის ოქროს ციებ-ცხელება იწყებოდა. ლევის მობეზრებული ჰქონდა დაყვედრებული ლუკმა და გადაწყვიტა, საკუთარი საქმე წამოეწყო. ძველი აფრებიდან ტენტებისა და კარვების შეკერვა დაიწყო, მაგრამ მყიდველი არ გამოჩენილა. მხოლოდ ერთმა ოქროსმაძიებელმა უთხრა, მაგ ტენტების კერვას, ერთი გამძლე შარვალი შეგეკერა, თორემ ესენი ერთ კვირასაც არ მიძლებსო. ლევის არაერთხელ უნახავს, როგორ კერავდა მამამისი შარვლებს, მაგრამ თვითონ პირველად სცადა. ოქროსმაძიებელმა აფრის ქსოვილისგან შეკერილი შარვალი წაიღო და მასში დოლარ-ნახევარი გადაუხადა. თან გააფრთხილა, თუ ესეც ერთ კვირაში დაიხევა, მოგკლავო. მალე ლევი სტრაუსის მიერ შეკერილი შარვლების გამძლეობა ლეგენდად იქცა. ერთი წლის შემდეგ ლევის საკუთარი სახელოსნო ჰქონდა. სან-ფრანცისკოს რესპექტაბელურ ქუჩაზე, ბეტერიზე, გაჩნდა აბრა “ლევი სტრაუს ენდ კომპანი''. ლევი თვითონვე იგონებდა ახალ მოდელებს, აკეთებდა ორმაგ ნაკერებს სიმყარისათვის. მყიდველი უამრავი ჰყავდა. ლევი პირველი იყო, ვინც ანგარიშს უწევდა მომხმარებლის აზრს და სპეციალურ გამოკითხვასაც ატარებდა. მალე ლევი სტრაუსის შარვლების ფასმა სარეკორდო ნიშნულს - 22 დოლარს მიაღწია. ბიძაშვილები ახლა მის კომპანიაში მუშაობდნენ.

მალე ლევიმ მოდური, ლურჯი ქსოვილისგან შეკერა შარვლები. ეს ქსოვილი საგანგებოდ მისთვის შემოჰქონდათ საფრანგეთის ქალაქ ნიმადან. შეკერებზე კი აღნიშნული იყო ის პორტი, სადაც შეკვეთას ტვირთავდნენ “GENOES'' ანუ გენუა. ამერიკელებმა ეს სიტყვა თავისებურად ამოიკითხეს და ქსოვილი “ჯინსად'' მონათლეს. ლევის იდეა იყო, შარვლის ჯიბეები ოქროსფერი “ბოლტებით'' დაემაგრებინა. ამაში მას მკერავი იაკობ დევისი დაეხმარა, რომელიც მოგვიანებით მის კომპანიონად იქცა. 1902 წელს, როცა ლევი სტრაუსი გარდაიცვალა ეს ფაქტი ლამის ამერიკის ტრაგედიად იქცა. მას არასოდეს შეურთავს ცოლი. თავისი ქონება - 6 მილიონი დოლარი ძმისშვილებს დაუტოვა.



imageimageimage


4
126
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
126
  
2013, 15 ივნისი, 1:17
მადლობა
2013, 15 ივნისი, 1:02
მართლა არ ვიცოდი ჯინსის წარმოშვების ისტორია.საინტერესო იყო..
2013, 14 ივნისი, 20:25
კი ნამდვილად მეც მომეწონა ;) კარგი იყო ბელენაი
2013, 14 ივნისი, 19:47
ძალიან მომეწონა, დიდი მადლობა.
0 1 4