x
image
worldsport.ge
ქუბრიაშვილი “სტად ფრანსეში” გადავიდა

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი ახალ სეზონს პარიზულ “სტად ფრანსეში” დაიწყებს.
27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2007 წლიდან თამაშობს, ბოლო ხუთი სეზონში კი, “ტულონის” ღირსებას იცავდა. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოსულმა ბერნარ ლაპორტმა აითვალწუნა და თამაშიც ისე ხშირად აღარ უწევდა. შედეგად, მან კლუბისგან გათავისუფლების ფურცელი მიიღო და გუშინ პარიზელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“სტად ფრანსეს” მომავალ სეზონში ამბიციური გეგმები აქვს და ქუბრიაშვილი მისი მეხუთე შენაძენია. პარიზულ კლუბში “დუდუს” თანაგუნდელი კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი ზურაბ ჟვანია იქნება.


www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0