x
image
worldsport.ge
საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა და რუსეთზე გავიდა

imageსაქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, ინგლისთან საკუთრი შეცდომების გამო მარცხისა (14:22) და რუმინეთის 38:0 განადგურების შემდეგ, დასკვნით მატჩში საფრანგეთი 31:14 დაამარცხა და კვირას თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.
თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც მერაბ შარიქაძემ ხაზი გაჭრა და ირაკლი მაჩხანელს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ იერიში ზურაბ ძნელაძემ გააგრძელა, მცველებს მარცხნიდან შემოურბინა და ლელო გაიტანა. განახლდა შეხვედრა და უკვე მერაბ კვირიკაშვილმა და შარიქაძემ გაიარეს ფრანგთა დაცვა ბურთაობით და შარიქაძემ ლელო, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვა გაიტანა - 12:0. მეოთხე წუთზე მაჩხანელმა წამოიწყო იერიში და ის გიორგი ფრუიძემ გააგრძელა, თედო ზიბზიბაძემ კი, ლელოთი დააგვირგვინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბიძინა სამხარაძემ ითამაშა კარგად, მაჩხანელს სისწრაფეში ხაზი გააჭრევინა, ამას კი, მეოთხე ლელო მოყვა და კვირიკაშვილის გარდასახვით ანგარიში 26:0 გახდა. მერე ფრუიძე ბურთზე ხელის განზრახ ჩარტყმისთვის სინბინით დაისაჯა და ფრანგებმაც სწრაფადვე ორი საპასუხო ლელო მიითვალეს, თუმცა, მათ ენერგია აღარ შერჩენოდათ, უკვე დამატებულ წუთებზე კი, ზურაბ ძნელაძემ მეტოქის მთელი დაცვა გაიარა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 31:14.
პირველი დღის შემდეგ 4 ლელოთი და 7 გარდასახვით (ჯამში 34 ქულა) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია მერაბ კვირიკაშვილი და ის 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. გუნდმა საერთო ჩათვლაში ინგლისის, შოტლანდიის და უელსის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში მასპინძელ რუსეთს ეთამაშება, რომელმაც დასკვნით მატჩში შოტლანდიასთან გარკვეული დროით ორკაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ ლელო არ გაუშვა და 10:7 იმარჯვა.
ევროპის გრან პრი 2014
მეორე ეტაპი (ოთხ ეტაპად). მოსკოვი (რუსეთი)
28 ივნისი
A ჯგუფი
საფრანგეთი - რუმინეთი 19:0
საქართველო - ინგლისი 14:22
საფრანგეთი - ინგლისი 12:35
საქართველო - რუმინეთი 38:0
ინგლისი - რუმინეთი 45:0
საფრანგეთი - საქართველო 14:31
B ჯგუფი
ბელგია - პორტუგალია 14:7
შოტლანდია - გერმანია 29:7
ბელგია - გერმანია 7:19
შოტლანდია - პორტუგალია 12:7
გერმანია - პორტუგალია 5:17
ბელგია - შოტლანდია 21:24
C ჯგუფი
ესპანეთი - უელსი 19:14
რუსეთი - იტალია 12:0
ესპანეთი - იტალია 7:14
რუსეთი - უელსი 12:26
იტალია - უელსი 0:26
ესპანეთი - რუსეთი 7:10
29 ივნისი. თასის მეოთხედფინალები
ინგლისი - საფრანგეთი
შოტლანდია - ბელგია
უელსი - პორტუგალია
საქართველო - რუსეთი




ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0