x
image
კატაპულტი
საუკეთესო გამონათქვამები სიყვარულზე (ნაწილი მეორე)
image“ზოგიერთი ქალი ისეთია, რომ კაცს მისი სიყვარული შეუძლია, ხოლო შეყვარება არასოდეს". ( დავით ყიფიანი)


“ნაკლები სიყვარული მეტი ტანჯვააა" (ხალხური)




“თუ გაგიბედა ქალმა ღალატი,

სხვა შეიყვარა, რა გინდა მეტი?


ჯობს კი აიკრა გუდა-ნაბადი

და ხეტიალში ეძიო ბედი".

(ჰ.ჰაინე)


“კაცი უხეშია, ქალი - ნაზი; კაცი ღონიერია, ქალი - სუსტი; იგი მკაცრია, ის - მოქნილი; კაცი მძიმე და მაგარია, ქალი - მსუბუქი და უძლური;. ამ წინააღმდეგობათა შეერთებიდან გამომდინარეობს ბუნებრივი აუცილებელი ჰარმონია, რომელშიც მდგომარეობს ნამდვილი ბედნიერება... მამაკაცი მოვლინებულია მფარველად თავის მეგობარ-ქალისა, ქალის მოვალეობა კი დატკბობაა კაცის ცხოვრების შრომის გასაადვილებლად, მოვალეობაა სიყვარულით გამხნევება და ერთგულებით წახალისება მძიმე შრომაში, რომლის ტვირთი კაცს ხვდა წილად". ( დავით ყიფიანი)


“როდესაც ქალს არჩევანი აქვს სიყვარულსა და სიმდიდრეს შორის, ცდილობს ორივე აირჩიოს." (მარსელ ეხარდი)


“ვისაც უყვარს, ის ეჭვიანობს არაფერზე ან ყველაფერზე". (ბალზაკი)


“სიყვარული სულის პოეზიაა" (ბალზაკი)


“ქალის გატაცებაში და სიყვარულში არც სილამაზეს და არც სიმდიდრეს არავითარი მოქმედება არა აქვს.კაცმა უნდა იცოდეს, ვის საიდან მოუაროს, საიდან მოუქონოს თავი და დანარჩენი გაკეთდება თავისთავად". (ა.ყაზბეგი)


“სინაზესა და სიყვარულს მოკლებული სიცოცხლე უსულგულო, წრიპინა დაჭრიალა კბილანა ბორბალია". (ვ.ჰიუგო)

0
414
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0