x
image
კატაპულტი
,,ეჭვიანობაში მეტი სიყვარული იმალება,..." (საინტერესო გამონათქვამები)
image
ეჭვიანობა ამოუხსნელი თვისებაა.ერთის მხრივ, უნდობლობას გამოხატავს ადამიანი, რომელიც ეჭვიანობს, და მეორეს მხრივ, ეს ეჭვიანობა სიყვარულიდან გამომდინარეობს. ქვემოთ წარმოგიდგენთ საინტერესო გამონათქვამებს ეჭვიანობის შესახებ:

“სიყვარული მწარეა, სიძულვილი უფრო მწარეა, ეჭვიანობა კი ყველაზე მწარეა, რადგან ის არის სიყვარულს დამატებული სიძულვილი" -არაბული გამოთქმა.




“ეჭვიანობა არ ბერდება" - უელსური გამოთქმა.


“არ არსებობს სიყვარული ეჭვიანობის გარეშე" - გერმანული ანდაზა.




“ნუ შეშინდები, თუ ქალი იმაზე ბრაზობს, რომ შენგან ეჭვიანობას საჭიროებს" -ბალზაკი.



“ქალი, რომელიც არ ეჭვიანობს, ბურთს ჰგავს, რომელიც არ ხტუნავს" - იაპონური გამოთქმა.



“ეჭვიანობა სიყვარულის დასამარების პირველი ნაბიჯია" - შილერი.



“ეჭვიანობა არის სიყვარული ყურადღების გარეშე" - უცნობი ავტორი.


“ეჭვიანობა კრიტიკულს გხდის" - კურტ ტუხოლსკი.



ეჭვიანობა არის ხელოვნება, შენი თავი უფრო დააზიანო, ვიდრე სხვა" - ალექსანდრე დიუმა(შვილი)


“იყო ეჭვიანი ნიშნავს, რომ შენს მეუღლეზე კი არა, არამედ საკუთარ თავზე იეჭვიანო" - ბალზაკი.




“სიყვარულის მანტია უფრო მეტად ათბობს, როცა მასში ეჭვიანობაც ურევია მცირე დოზით" - დანიური გამოთქმა.



“სიყვარულმა შეიძლება დაგაბრმავოს, ეჭვიანობა კი უფრო მეტს ხედავს" - იუდევური გამოთქმა.




“არ არსებობს წითელი წიწაკა სიმწარის გარეშე, ისევე, როგორც შეყვარებული ქალი ეჭვიანობის გარეშე" - ინდო-ჩინური გამოთქმა.




იხილეთ ამ ავტორის ბოლო სტატიები:

მეცნიერები ანომალიურ ივლისზე საუბრობენ

81 წლის მამაკაცი 3-თვიანი მუდმივი აღგზნებულობის შემდეგ გარდაიცვალა

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0