x
image
worldsport.ge
ისლა “ინტერში” გადადის

imageსამმა იტალიურმა კლუბმა - “უდინეზემ”, “იუვენტუსმა” და “ინტერმა” - შეთანხმებას მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩილეს ეროვნული ნაკრების მცველი მაურისიო ისლა კარიერას მილანურ კლუბში გააგრძელებს.
25 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ტურინულ კლუბში გაატარა და ყველა ტურნირში ჯამში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. “იუვენტუსთან” ერთად, მასზე უფლებების ნახევარი “უდინეზესაც” ეკუთვნის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გაორება მალე დასრულდება.
“ისლას “ინტერში” გადასვლა ძალზე რეალურია. საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს ვართ”, - განუცხადა ფეხბურთელის აგენტმა კლაუდიო ვაგჰეჯიმ TuttoMercatoWeb-ს.
წინასწარი ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონი ევრო იქნება.


www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0