x
image
lady.ge
დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით- ნაწილი პირველი
imageვერძი
ვერძებს საკუთარი
იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე, ადვილად და თანმიმდევრულად დიეტის დაცვა ძალიან
ძნელად გამოსდით. ეს იმიტომ რომ ყველა ვერძი მოუთმენლობით გამოირჩევა და შედეგის მიღება
რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა. თუ ეს პროცესი
იწელება ვერძს მალე ბეზრდება მოსაწყენი დიეტა და დაუნანებლად არღვევას მას. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ვერძ ქალს მყარი მოტივაცია
გააჩნია წონაში დასაკლებად (მაგალითად უნდა სასურველ მამაკაცს თავი მოაწონოს, სამეჯლისო
ცეკვების კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და ა.შ) მერწმუნეთ იგი აუცილებლად შეძლებს თავის ხელში აყვანას და გახდომას.


კურო





კუროსთვის რთული და მძიმე თემაა დიეტის დაცვა. გამომდინარე იქედან რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ხალხი
განსაკუთრებული გურმანული თვისებებით გამოირჩევა, ტიპიური კურო ქალისთვის წონაში დაკლების
პროცედურა შეიძლება ძალიან მტანჯველ მოვლენად იქცეს. კუროსთვის ჭამა მთელი რიტუალი
და დღესასწაულია, ამასთან ერთად არც მაინც და მაინც ენერგიული და მოძრავი ცხოვრების
წესით იხიბლება. (თუ დაკვირვებიხართ კუროთა უმეტესობა საკმაოდ ზანტი და ხშირად ზარმაცია).
ამიტომაც პირის გემოს მოყვარული კუროსთვის, აიძულოს საკუთარი თავი უგემური ფაფებით
იკვებოს მისთვის არცთუ სასიამოვნო იქნება, თუმცა კურო ქალებს გააჩნიათ შესაშური ნებისყოფა
და სიჯიუტე, რომელიც თავისუფლად შეუძლიათ სხეულის ფორმების კორექციის ამბავში გამოიყენონ.




ტყუპები





ტყუპებს იმდენად ცვალებადი ხასიათი აქვთ, დიეტის სისტემატიურად
დაცვა ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ავიწყდებათ ხოლმე. ამასთან ერთად თავად ეს პროცესიც


მალე ბეზრდებათ და რამე უფრო საინტერესო საქმიანობის ძებნაზე გადადიან. ტყუპის სასიკეთოდ
უნდა ითქვას რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები განსაკუთრებული ქალური მომხიბვლელობით გამოირჩევიან
და ცოტა მათგანი თუ უჩივის ჭარბი წონის პრობლემებს. თუმცა თუ მაინც აქვს ტყუპს ეს პრობლემა,

მე პირადად ვურჩევ სხვადასხვა სტილის დიეტებისა და კვების რაციონის ნაზავით დააბალანსოს დიეტა, რათა
მოწყენის საშუალება.



კირჩხიბი


აი თუ ვინმეს სერიოზულად შეიძლება გაუჭირდეს დიეტის
დაცვა ეს კირჩხიბია. კიბო კუჭით იმართება,
შესაბამისად სწორედ ეს ორგანო აქვთ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ყველაზე „სუსტი“.
კიბო ქალს საჭმელი და ჭამა იმდენად უყვარს, რომ აუცილებლობა ამ ყველაფერზე რაღაც დროით
მაინც უარი თქვას, მას მსუბუქად რომ ვთქვათ დეპრესიაში აგდებს. ამასთან ერთად გულჩვილი
ბუნების და მელანქოლიურობის გამო, კირჩხიბი ქალები ყველაზე დიდ შეცდომას უშვებენ რაც
წონის პრობლემებთან ბრძოლის საკითხში ყველაზე მეტად დაუშვებელია-ისინი იცოდებენ საკუთარ
თავს! ამის შედეგად კი „სიმშვიდეს“ სამზარეულოში ეძებენ.


ლომი





ლომი ქალისთვის ჭარბ წონასთან ბრძოლა მაინც და მაინც
დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია ამ წონის სიჭარბე მის უზომოდ დიდ თავმოყვარეობას
შეეხოს უხეშად და ამაყი ლომი ქალი მაშინვე იზრუნებს იმაზე რომ საკუთარი თავი ხელში
აიყვანოს და სასწრაფოდ ფორმაში ჩადგეს. კაცმა რომ თქვას, მე პირადად იშვიათად შემხვედრია
ლომი ქალი მსგავსი პრობლემებით. ლომებს იმდენად აქვთ განვითარებული საკუთარი თავის
მიმართ ეგოისტური სიყვარული, რომ როგორც წესი ძალ-ღონეს არ იშურებენ საიმისოდ რომ კარგად
გამოიყურებოდნენ.









ქალწული





კაცმა რომ თქვას, ქალწულს რაღა დიეტის დაცვა უნდა? თავისი
ხასიათიდან გამომდინარე რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები მთელი ცხოვრება „დიეტურად“ იკვებებიან.
ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, ისე კი ნებისმიერი ქალწულისთვის ჯანსაღი კვების
საკითხი გადამწყვეტი თემაა. აქედან გამომდინარე, ქალწულები ყოველთვის გულდასმით იკვლევენ
თუ რას ჭამენ და როგორ მომზადებულს. ჭარბი წონის პრობლემას რაც შეეხება, იგი ნაკლებად
აწუხებთ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს და თუ მაინც აწუხებთ გადამეტებული ღორმუცელობა
ნამდვილად არ იქნება ამის მიზეზი მათი მხრიდან.


image

10
6787
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
6787
  
2014, 6 დეკემბერი, 20:51
და თევზი რატო არაა :((
2013, 25 ოქტომბერი, 18:18
აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი
2013, 3 აგვისტო, 21:46
ვერძზე მეეჭვება რაღაც სიმართლე ეწეროს:)))))))
2013, 2 აგვისტო, 18:13
კუროზე 100% სიმართლეა თუმცა ჭარბ წონას არ უჩივი ყველაფერს ვჭამ და დიდად არ ვსუქდები უბრალოდ ზომიერებაა დასაცავი ყველაფერში თორემ ზოგჯერ შემიძლია მთლიანი ტორტი გადავსანსლო ისე მიყვარს ტკბილი:)
2013, 9 თებერვალი, 3:29
კირჩხიბი ვარ და ნაწილობრივ სიმართლეა ...ოღონდ სამზარეულოში სიმშვიდეს არ ვეძებ...შოკოლადზე ვერასოდეს ვამბობ უარს..ვგიჟდები და შემწვარ კარტოფილზე
2013, 27 იანვარი, 12:51
21 ივლისს ვარ დაბადებული, ანუ მესაზღვრე კი ვარ, მარა მესაზღვრე ნიშნებზე რაც წავიკითხე, ჩემთან მიმართებაში სრული აბსურდია. უფრო კირჩხიბის გავლენა მაქვს. როგორ მძულს ეგ ნიშანი თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ყველა ქალი შორენასავით დაუნი მგონია, ვინც კირჩხიბია :)
2012, 9 სექტემბერი, 1:43
au ra vegar gavige lomi var tu kirchxibi zogan 1 zogan 2 vsr da ra gavigo exa?
2012, 22 მაისი, 17:33
ლომზე სწორია
2012, 28 აპრილი, 14:01
ეთო-ეთო-ესიეგი მესაზღვრე ხარ? აუცილებლად გექნება შენ ლომის გავლენაც ხასითში
2012, 28 აპრილი, 12:43
რას არ მივცემდი, ოღონდ ეს "კირჩხიბი" არ ვიყო რაა... არადა სულ 1 დღე დამაკლდა "ლომამდე" :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10