x
image
worldsport.ge
შვაინშტაიგერმა ოპერაცია გაიკეთა

imageგერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” წამყვანმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ტერფის ოპერაცია გაიკეთა.
წარმატებული და ამავდროულად დამღლელი სეზონის შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელს მსუბუქი ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ექიმებმა ოპერაციის გაკეთება სეზონთაშორის შესვენებას სპეციალურად დაამთხვიეს, რათა ის გუნდს არ დაკლებოდა.
ქირურგიულმა ჩარევამ შვეიცარიულ ციურიხში წარმატებით ჩაიარა და Kicker-ის ცნობით, შვაინშტაიგერს სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გაცდენა არ მოუწევს. “ბაიერნის” შვებულება 26 ივნისს იწურება და ფეხბურთელი ამ დროისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. გასულ სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, შვაინშტაიგერმა 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0