x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
როგორ შევარჩიოთ თმის ფერი? (სპეციალისტების რჩევები)
image


როგორ შევარჩიოთ თმის ფერი? ეს კითხვა ყველა მანდილოსანს აწუხება.თმის ფერის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი რამ.კანის ფერი, თვალის ფერი, ჩვენი სტილი ასევე კარგად უნდა ავარჩიოთ საღებავი, რომლითაც ვაპირებთ თმის შეღებვას. არ უნდა ვეცადოთ კარდინალურად შევიცვალოთ თმის ფერი სახლში. იმისათვის, რომ თმის ფერის შერჩევისას მივაღწიოთ სასურველ შედეგს, უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალის რჩევები.

1.თუ თქვენ პირველად იღებავთ თმას, უკეთესია ეს დაიწყოთ არამდგრადი საღებავით, იმიტომ, რომ შეიძლება სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ. არამდგრადი საღებავი კი მალე ცილდება.

2სტილისტები ყურადღებას აქცევენ თქვენს გამოხედვას. თუ თქვენ გაქვთ სახის თბილი გამომეტყველება თმის ფერიც შესაბამისი უნდა აირჩიოთ თუ მკაცრი, ცივი მაშინ თქვენს სახეს ცივი ან ნეიტრალური ფერი მოუხდება.


3ქალები მუქი კანითა და მუქი თმით მიეკუთვნებიან თბილ ტიპს ისინი ადვილად ირუჯებიან, ხოლო ღია კანის ფერის ქალები ცისფერი ან მწვანე თვალებით ცივ ტიპს ისინი უფრო წითლდებიან გარუჯვისას.

4 თბილი კანის ტიპის ქალებს, სპეციალისტები ურჩევენ ერთი ტონით მუქ საღებავს ვიდრე კანის ფერი აქვთ, არ ურჩევენ ღია ქერა თმის ფერს.

ხოლო ცივი კანის ტიპის ქალებს უფრო ღია ფერის თმებს.

5.ქერა თმები (ბლანძინკა) უხდებათ ქალებს, რომლებიც ბავშვობაში იყვნენ ქერები.

6.თუ თქვენ გაქვთ წაბლისფერი თმები და გინდათ გაიღიავოთ უმჯობესია ჯერ მელირება გაიკეთოთ და დააკვირდეთ გიხდებათ თუ არა.

7.თუ თქვენ გინდათ ძალიან ღია ფერის თმა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასთი ფერის თმა ხაზს უსვამს თქვენს სახის კანს, რომელიც აუცილებლად ძალიან კარგ მდგომარეობაში უნდა გქონდეთ.

8.რიჟა, წითური თმა ძალიან ბევრ ქალს უხდება.მაგრამ კარგად უნდა ავარჩიოთ თმის ფერი.

9. ცივი კანის ფერის მქონე ქალბატონებს სპეციალისტები უფრო ურჩევენ ღია ფერფლისფერ თმას.

10 აუცილებელია თმის ფერის ცვლასთან ერთად შევცვალოთ მაკიაჟიც.

0
2692
5-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
2692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0