x
image
ვიზა კოხაძე
რატომ აღიზიანებთ აფხაზებს საქართველოს პატრიარქის ილია II სტუმრობა ჩვენს მიწაზე

image როგორც აფხაზეთის დე - ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, აფხაზ მორწმუნეთა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან სულიერი კავშირი 90 - იან წლებში, სამხედრო კონფლიქტის შედეგად გაწყდა და ეს იყო მიზეზი ანქვაბის მხრიდან სიტუაციის დარეგულირებაში რუსეთის საპატრიარქოსთვის მიემართა, რითაც უგულებელყო imageკონსტანტინეპოლის საპატრიარქო.ანქვაბის მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ: -"მიუხედავად მსოფლიო პატრიარქის უდიდესი პატივისცემისა, კონსტანტინეპოლი, მრავალი ფაქტორით ჩვენგან ძალიან შორს დგას...ამასთან გვახსოვს რა აფხაზური და რუსული მართლმადიდებლების ისტორიული კავშირები, მივიჩნევ, აფხაზეთის ეპისკოპოსი მოსკოვის საპატრიარქომ უნდა დანიშნოს"...

თითქოს დაივიწყა მართლმორწმუნე
imageქართველმა ერმა ანქვაბის მიზანმიმართული განცხადებები ( რომელიც უფრო პოლიტიკის ნაწილია და არა რელიგიური უთანხმოებისა), რომელსაც ყველა საინფორმაციო საშუალება ყოველ წუთს გვახსენებდა, რომ ამას დაემატა აფხაზური გაზეთის რედაქტორის ინალ ხაშიგმას ინტერვიუ "ეხო კავკაზთან".

imageimageimageგაზეთის რედაქტორი სკანდალურ განცხადებს აკეთებს, რაც ზედმეტად თავმოყვარე ერისთვის ადვილად მოსასმენი კი არა, მიუღებელია.მისი თქმით:- "ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რომელიც ქართულ - აფხაზური ომის დასრულების შემდეგ გავიდა, ყოველ წელს ისმის ილია II-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ის აფხაზეთში ჩამოვა, მაგრამ აქამდე ის აქ არავის უნახავს. ვფიქრობ, მას თავადაც არ სჯერა მაინცდამაინც ამგვარი ვიზიტის განხორციელების რეალობა.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ვარიანტები იყო გამოყენებული, ხან მარტო აპირებდა ჩამოსვლას, ხან ალექსი II-ის თანხლებით, შემდეგ კირილთან ერთად, ახლა კი ბართლომეოსი გამოჩნდა.იცვლება სახეები ვისთანაც ერთად საქართველოს პატრიარქი აფხაზეთში ჩამოსვლას გეგმავს, მაგრამ რეალობაში არ იცვლება ერთადერთი - ის, რომ ამგვარი ვიზიტი აბსოლუტურად შეუძლებელია".- აცხადებს გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგმა.

image

6
115
18-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
115
  
2013, 3 ივნისი, 14:49
უნდა ჩავიდეს და ჩავა კიდეც, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს.
2013, 29 მაისი, 10:53
ღმერთს ვთხოვ კარგად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი .
2013, 29 მაისი, 9:46
რა მოტივით უნდა დაუშალონ ან ვინ უნდა დაუშალოს პატრიარქს აფხაზეთში ჩასვლა? კირელეს და მოსკოვის საპატრიარქოს ვინ ეკითხება თუ ვინ იქნება აფხაზეთის ეპისკოპოსი?
2013, 29 მაისი, 9:13
არადა როგორ ჩავა.. ხელსაც რომ ვერავინ შეუშლის
2013, 28 მაისი, 19:11
ძალიან კარგია:)))მე მჯერა რომ ილიაII მაინც ჩავა აფხაზეთში!
2013, 28 მაისი, 17:07
გულ დასაწყვეტია ესეთი განცხადება,Yუმცა ვირისგან წიხლი უმტკივნეულოა,უბრალოდ არ უნდა გეწყინოს
0 1 6