x
image
worldsport.ge
მჭედლიძე: "იბრაჰიმოვიჩი ჩემი კერპია"

imageროგორც იცით, ლევან მჭედლიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა "ემპოლი"-"ნოვარას" მატჩში (4:1), როცა საჯარიმოში მოკლე მონაკვეთზე 3 კაცი მოატყუა და ზუსტად დაარტყა. მჭედლიძის გუნდს ერთი ნაბიჯი აკლია სერია A-მდე. საამისოდ ემპოლელებმა "ლივორნოს" უნდა სძლიონ ორი შეხვედრის ჯამში: პირველი თამაში 29 მაისს ემპოლიში გაიმართება, საპასუხო - 2 ივნისს ლივორნოში.
სწორედ ამიტომ, ლევანი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა: წინ გადამწყვეტი თამაშები ელის იტალიაში.
გეცოდინებათ, მჭედლიძის ყოფილი გუნდი "პალერმო" სერია A-დან გავარდა, რაც 2-3 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა: სიცილიელები ხომ მუდამ ცხრილის ზედა ნაწილში იყვნენ და ევროპის ლიგის ზონაში ხვდებოდნენ.
მჭედლიძემ Palermo24-თან საუბარში აღნიშნა, რომ ყოფილი გუნდის გავარდნის გამო ძალიან დასწყდა გული:
- სამწუხაროა და საკვირველიც. პალერმოში მშვენივრად ვგრძნობდი თავს. მართალია, ხშირად ვერ ვთამაშობდი და ხელმძღვანელობასთანაც პრობლემა მქონდა, მაგრამ გუნდში კარგი ატმოსფერო იყო. უცნაურია "პალერმოს" სერია B-ში ყოფნა და ვუსურვებ, მალე დაბრუნებულიყოს.
- ბევრი იხსენებს თქვენს გადამწყვეტ გოლს "იუვენტუსის" კარში, როცა “პალერმოში" თამაშობდით.
- აღარც ვფიქრობ იმ გოლზე, თუმცა მახსოვრობის მხრივ პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება კვირას "ნოვარას" კარში გატანილ გოლს, უბრალოდ, მსურს, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო და მეც სიამოვნება მივიღო თამაშით.
- ლუიჯი კანიმ (“ემპოლის" ყოფილი მწვრთნელი - ავტ.) ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეგადარათ.
- ვამაყობ. იბრაჰიმოვიჩი ჩემი კერპია. მადლობა მწვრთნელს.
- ახლა "ლივორნოსთან" გელით გადამწყვეტი მატჩები...
- კარგად ვთამაშობთ და გვწამს, რომ გამარჯვება შეგვიძლია, თუმცა ისიც ვიცი, რომ "ლივორნო" ძლიერი გუნდია და მასთან გამარჯვება იოლი არ იქნება.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0