x
image
worldsport.ge
“ჩელსის” კავანის შეძენა უნდა

imageლონდონის “ჩელსიმ” იტალიური “ნაპოლის” ხელმძღვანელობას ურუგვაელი ფორვარდის - ედინსონ კავანის შეძენის სურვილით ოფიციალურად მიმართა.
“არისტოკრატები” 26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენენ, მაგრამ ოფიციალური წინადადება მხოლოდ ახლა გაამზადეს. კავანის შეძენა პსჟ-ს, “რეალს”, “იუვენტუსს” და “მანჩესტერ სიტისაც” სურთ, მაგრამ ყველას სწორედ “ჩელსიმ” დაასწრო.
ლონდონელთა შეთავაზების ფინანსური მხარეები არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ “ნაპოლი” ფეხბურთელის სანაცვლოდ იმ თანხის სრულად გადახდას ითხოვს, რაც მოქმედ კონტრაქტშია დაფიქსირებული - 63 მილიონი ევრო. მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა სერია A-ს 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლი გაიტანა.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0