x
სუბიექტური აზრი-17 მაისის მოვლენები
პირველ რიგში ვიტყვი იმას რითაც ძირითადად საუბარს იწყებენ ხოლმე...თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ადამიანის უპირველეს უფლებათაგანია... კი ბატონო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩემი უფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება, ანუ 17-ში მომხდარი ფაქტი იყო ადამიანის თავისუფლების შელახვა ორივე მხრივ...

ეხლა მეორე საკითხი რაზედაც მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება... არსებობს კონსტიტუციაზე უფრო მაღალი და პატივსაცემი რამ და ეს ზნეობის კანონებია, რაც არავის დაუწესებია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ზემოთხსენებული ზნეობა გახლავთ სადავო ცნება, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობის უმრავლესობას დაკარგული აქვს...

მესამე იმას ავღნიშნავ, რომ თვითონ დემოკრატიის ცნებაა ძალიან ფართო და მაინცდამაინც ვიღაც უმცირესობების უფლებების დაცვას სულაც არ ნიშნავს და სულაც არ უგულისხმიათ ამ ტერმინის შექმნით ლგბტ საზოგადოების უფლებების დაცვა. ყველაზე მარტივი გაგებით დემოკრატია ხალხის, უმრავლესობის მმართველობაა, ამიტომ რაც არ უნდა კანონი არსებობდეს სწორედ სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებისა, დემოკრატია მხოლოდ უმრავლესობის შეხედულების გათვალისწინებას გულისხმობს და თუ გვინდა დემოკრატიისკენ მივისწრაფვოდეთ სწორედ ამ უმრავლესობის აზრი უნდა გავითვალისწინოთ(რა თქმა უნდა ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს ამას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მხარე მჩირდებოდა)...

მეოთხე საკითხი კი პროპაგანდაა, რაც დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება... დღეს... ჩვენ...აქ ვსაუბრობთ სწორედ ამ თემაზე... დღეს... ეს პრობლემა აქტუალურობის პიკშია...რა რჩება გასავლელი?..რაც შეიძლება გონივრული უკან დახევა და მივიწყება პრობლემისა...პროპაგანდაა ის, რომ დღეს ტელევიზიით შუქდება ყოვლად უსარგებლო მოვლენა(რომელიც რეალურად ფარავს სხვა არსებულ და მეტად მნიშვნელოვან პრობლემას), ყოველ მხარეს აქვს საუბარი დღეს ამ თემაზე... მეტი პროპაგანდა რათ გინდა...ეს იყო მთავარი დანიშნულება ამ ლგბტ გრანტიჭამია ორგანიზაციისა, რომელიც ამ ერთი უსუსური ფაქტის მეშვეობით მილიონობით გრანტს მიიღებს ჰომოსექსუალთა და სხვა საზოგადოების უფლებების დასაცავად...


ასევე ეს იყო მთავარი დამდგმელი რეჟისორების სურვილი: გადაეტანათ ხალხის ყურადღება სხვა პრობლემისკენ, რომელიც შეიძლება საერთოდ არ წამოწეულიყო წინ, რეალურად კი როგორც ზემოთ ვთქვი გადაფარონ სხვა უფრო პრიორიტეტული მნიშვნელობის პრობლემა; მეორე: ამ აქტით სახელი გაეტეხათ ქვეყნისთვის საზღვრებს გარეთ(მაგრამ სწორედ ასეთი არეულობაა ევროპული დემოკრატიისათვის დამახასიათებელი; თუნდაც საფრანგეთის რევოლუცია გავიხსენოთ, რომლის შემდგომაც ნელ-ნელა დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა, ტოტალიტარულ რეჟიმებში არ ხდება საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა, გამოსვლები, შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი, მორალური თუ ფიზიკური დაპირისპირებები); და ბოლოს, ჩირქი მოეცხოთ ეკლესიისათვის, რომელიც დღეს ნდობის ერთადერთი ობიექტია. არ უნდა მიეცეს საშუალება ასე აშკარად ქმედებებისა ამ ვითომცდა უმცირესობებსა და შევიწროებულებს... ერთადერთი ლგბტ საზოგადოებას, იმისათვის, რომ მათი აზრი გათვალისწინებული იყოს, ისღა დარჩენია, რომ საქართველოში სრულ უმრავლესობას წარმოადგენდნენ( როგორც აშშ-ში; ილინოისის შტატში). მაშIნ ვიქნებით საცოდავები, ეს ერთი ციდა ქართველები, მანამდე კი ნუ ღელავთ... ლგბტ საზოგადოება საქართველოში უმრავლესობაში ვერასოდეს იქნება, მითუმეტეს საქართველოში, ამიტომ სჯობს ან პროპაგანდას ან ანტიპროპაგანდას, საერთოდ არ ვისაუბროთ მათზე თითქოს არც არსებობენ( არ ვთვლი, რომ დღეს ეს პრობლემაა საქართველოში რეალურად არსებობს, ეს ვითომდა უმცირესობები სინამდვილეში არაფრით ვიწროვდებიან საქართველოში, აქვთ სამუშაოები და საკმაოდ კარგი, ისეთი ყოველი ჩვენგანი, რომ ისურვებდა, აქვთ პირადი ცხოვრება და ეს ჩვენ არ გვეხება, მთავარია თავიანთი პირადი ცხოვრება საჯაროდ არ გამოფინონ და თავზე არ მოგვახვიონ, არ შეგვილახონ თავისუფლება და მორალური, თუ ზნეობრივი უფლებები.

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინე ქაფიანიძე
ქრისტინე ქაფიანიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0