x
სამხრეთი კორეა
სამხრეთი კორეა - ეს არის ქვეყანა, რომლსაც თავისუფლად შეიძლება დაერქვას ეკონომიკური სასწაული და სწორედ ამ სასწაულის შესაბამისად, იგი წარმატებით იკავებს თავის ადგილს აზიური ვეფხვების სიაში. სამრეთი კორეა ცნობილია თავისი უნიკალური ისტორიითა და ტრადიციებით. ეს არის ქვეყანა, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთ წარსული და აწმყო.აღსანიშნავია ის, რომ სამხრეთი კორეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70 - იან წლებამდე ღარიბი ქვეყანა იყო, რომელიც ალბათ, კიდევ მრავალი წელი ვერ განვითარდებოდა, რომ არა ერთის მხრივ, ჰეგემონთა ამა ქვეყნისათა დაინტერესება და სამხრეთი კორეის მოკავშირედ გახდომა, მეორეს მხრივ კი სურვილი და დაუღალავი შრომა, რომელიც მიზნისაკენ სვლას უადვილებდა უაღრესად მშრომელ ერს. იმისათვის, რომ სამხრეთ კორეის წარმატების მიზეზებსა და შედეგებზე უფრო ნაყოფიერი იყოს საუბარი, საჭიროა მრავალმხრივი შესწავლა საკითხისა.

უპირველეს ყოვლისა სამხრეთ კორეის გეოგრაფიული მდებარეობა და ქვეყნის ძირითადი მახასიათებლების შესწავლაა აუცილებელი. სამხრეთი კორეა კორეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს ჩრდილო აღმოსავლეთ აზიაში. მისი ფართობი 99 373 კვ. კმ-ია. მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით 51 446 201 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის დედაქალაქია - სოული( ჩვენებურად სეული ), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქალაქთა სიაში შედის. მისი მეზობლები არიან : ჩრდილოეთ კორეა - ჩრდილოეთიდან, იაპონია აღმოსავლეთიდან( საზღვაო მეზობელი ), ხოლო დასავლეთიდან - ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამომდინარე მეზობლებიდან, აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანას მუდმივი ბრძოლა უწევდა არსებობის შესანარჩუნებლად. ყველაზე დიდი მწვერვალია "ბეკტუსან"- ის მთა ( 2744მ ). უდიდესი კუნძულია : ჩეჯუ. ამ ხალხის რელიგიური მიკუთვნებულობა საკმაოდ მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ისტორიულად ბუდისტური და კონფუციანისტური რელიგიური მიმართულებით მიდიოდა, დღესდღეობით მოსახლეობის უმეტესობა მაინც ქრისტიანია.

რაც შეეხება პოლიტიკურ სისტემას, ქვეყანაში აღმასრულებელ მთავრობას წარმოადგენს პრეზიდენტი, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ პირდაპირი არჩევნებით. პირველი პრეზიდენტი ლი შინგ მან-ი იყო, ხოლო ამჟამიდნელი პრეზიდენტია : მუნ ჯე ინ-ი. პრემიერ მინისტრი პრეზიდენტისა და გენერალური ასამბლეის შეთანხმებით ირჩევა. ამჟამინდელი, 45-ე პრემიერ მინისტრია ლი ნაკ იონ-ი. საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს გენერალური ასამბლეა 300 წევრით. 246 წევრს ირჩევენ მაჟორიტარული წესით, ხოლო 54 წევრს პროპორციული წესით. რაც შეეხება სამართალს, ქვეყანაში 5 სასამართლო არსებობს - უზენაესი, უმაღლესი, რეგიონული, ადგილობრივი, მატრიმონიალური და ადმინისტრაციული. სასამართლო სისტემას ხელმძღვანელობს კიმ მიონგ სო.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანა შერეული ეკონომიკის კურსს მისდევს, რომლისთვისაც საბაზრო და დაგეგმარებითი ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭროვა სახელმწიფო ინტერვენციასთან ერთად, კერძო და საჯარო მეწარმეობასთან ერთად არსებობს მშვიდობიანად. სამხრეთ კორეას აზიური ვეფხვის გარდა ხშირად მოიხსენიებენ როგორც მდინარე ხანის ეკონომიკურ სასწაულად. ქვეყანას, ჯერ კიდევ 2013 წელს, 559.6 მილიარდი ამერიკული დოლარის პროდუქცია გაჰქონდა საზღვრებს გარეთ და ეს რაოდენობა წლების განმავლობაში სულ უფრო გაიზარდა. უდიდესი წარმატებით მუშაობს ჩებოლის სისტემა, რომელიც თავის თავში უამრავი კონგლომერატების გაერთიანებაა, რომელსაც ერთი კონკრეტული დამოუკიდებელი კორპორაცია ფლობს საკმაოდ ძლიერი ოჯახით სათავეში. მიუხედავად ბევრი მონოპოლისტური კომპანიებისა, ქვეყანაში მაინც ეძლევა მცირე ბიზნესებს განვითარების შესაძლებლობები. ყველაზე ცნობილ ჩებოლებს შორის გამოირჩევა: სამსუნგი, ელჯი, ჰიუნდაი, დევუ და ლოტე.


მსგავსი წარმატების მქონე სახელმწიფო, მრავალფეროვანი ისტორიითაც გამოირჩევა. ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ 24 საუკუნეში ჩამოყალიბდა უძველესი გაერთიანება ჩოსონის ტომებისა. მითოლოგიაზე დაყრდნობით, მეფე დანგუნმა დააარსა ეს გაერთიანება და სიტყვა "ჩოსონ" დილის სიმშვიდეს ნიშნავს. ისტორიულად შემდეგი ერა სამი სახელმწიფოს ერაა. სილა ( ძვ. წ.აღ 57 წ - ახ.წ.აღ - 668 წ), კოგურიო ( ძვ.წ.აღ 37 წ - ახ.წ.აღ - 668 წ ), ბეკჩე ( ძვ.წ.აღ 18 წ - ახ.წ.აღ 66 წ ). კოგურიო მდებარეობდა ჩრდილოეთ ნაწილში ნახევარკუნძლისა და გავრცელებული იყო ჩინეთის საზღვრამდე მდინარე ხანთან, სილა და ბეკჩე კი სამხრეთ ნაწილში მდებარეობა ნახევარკუნძულის. ახ. წ.აღ-ის 918 - 1392 წწ-ებში, ამ სამი სახელმწიფოს გაერთიანებით შეიქმნა კორიოს დინასტია. ძირითადი მიღწევა ბუდიზმის გავრცელებაა, რომელიც ამ პერიოდში მოხდა. მთავრობამ შექმნა ტექნოლოგია პირველი დაბეჭდილი წიგნის შექმნისათვის. 1392 - 1910 წწ-მდე კორიოს დინასტია ჩოსონის დინასტიად იქცა. მთავრობამ დედაქალაქი ჰანიანში ( დღევანდელი სეული ) გადმოიტანა 1394 წელს. მთავარი რელიგია და იდეოლოგია აქ კონფუციანიზმია. ამ პერიოდში მეფე სეჯონგი ქმნის კორეულ დამწერლობას, რომელსაც დღეს ჰანგულ ( 한글 ) ეწოდება. 1910 -1945 წლებში იაპონიის მიერ ქვეყნის ოკუპაციამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვია. ეს წლები ისტორიაში შავ ლაქადაა შესული. 35 წლიანი ოკუპაციის შემდეგ 1948 წელს შეიქმნა კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა სამხრეთ ნაწილში და ჩრდილოეთში კი მთავრობა კომუნისტებს ეპყრათ ხელთ. 1950 - 1953 წლებში კორეის ომის დროს ერთი ნაცია გაიყო ორად. საზღვარი გადიოდა 38-ე პარალელზე. ომმა სრულიად გაანადგურა კორეა, შედეგად კი უამრავი ოჯახი გაიყო. დღესაც ხალხს სჯერა, რომ კორეა გაერთიანდება და დანგრეული ოჯახები კვლავ აღდგება.

ბუდიზმის ფესვები სამი სახელმწიფოს არსებობიდან იწყება. ჩინეთის წარმომადგენელმა ბერმა სუნდომ კოგურიოში შეიტანა ეს სწავლება, გაავრცელა ბუდას ქანდაკება და ლიტერატურა 372 წელს. 384 წელს ბუდიზმი ბეკჩეში აღმოჩნდა როდესაც ბერი მარანანტჰა აღმოსავლეთ ცინიდან დაბრუნდა. 538 წელს ბეკჩეს მეფემ იაპონიაში გაგზავნა დიპლომატიური მისია, რომელმაც იქ გაავრცელა ბუდიზმი. კონფუციანისტური სწავლება უშუალოდ ჩოსონის დინასტიიდან იწყება. რელიგიას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კორეელ ხალხზე, ტრადიციებზე, კულტურასა და ხელოვნებაზე. მათი ეროვნული საგანძურიდან ნახევარი იყო ბუდისტური. კონფუციანისტური სწავლების მიხედვით წინაპრებისა და ასაკოვანი ადამიანების პატივისცემა უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ასევე, აქ შეხვდებით რელიგიისავე გავლენით იერარქიულ, საფეხურეობრივ სტატუსს, რომელსაც ურთიერთობებზე უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები კორეელებისათვის დღესდღეობით ტრადიციის სახეს ატარებს, თუმცა უფრო აღებ-მიცემობას მოაგონებს უცხო თვალს. ასეთი დღეებია: ბავშვის დაბადებიდან 100 დღის თავი, პირველი ქორწინება, 61-ე დაბადების დღე. მეგობრები და ახლობლების ამ დღეებზე ძირითადად ფულად საჩუქრებს ჩუქნიან, რის გამოც ეს უფრო ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით კეთდება და არა ტრადიციის გამო( რა თქმა უნდა, ეს პირადი მოსაზრებაა ). ასევე მნიშვნელოვანია მთვარის ახალი წელიწადი და მადლიერების დღე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ამ დღეებზე მისაღებია ტრადიციული სამოსით შემოსვა და ისე სიარული. ჰანბოკი, ეს გახლავთ ტრადიციული სამოსი, რომელიც სიხასხასითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოირჩევა სხვადასხვა ტრადიციული სამოსი იმის მიხედვით თუ როდის და რა სიტუაციაში უნდა ჩაიცვა.

სამხრეთ კორეის სატრანსპორტო სისტემა კიდევ ერთი სასწაულია, რომელსაც შეიძლება შეხვდე. ურთულესი დაგეგმარება და უმარტივესი ნიშნები, რომლებიც მოსახლეობას უადვილებს ერთი ადგილიდან მეორეში მოხვედრას. პირველი მრავალხაზიანი რკინიგზა სეულიდან ინჩონამდე 1968 წელს გაიხსნა. კორეული რკინიგზა არის უმეტესად მთავრობის მფლობელობაში. 1960 წლამდე რკინიგზა სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებდა თუმცა დღეს საჰაერო მიმოსვლა უფრო კომფორტული და მიმზიდველია მოსახლეობის უმეტესობისათვის. სეულ-ბუსანის სწრაფმავალი რკინიგზის ხაზი 1992 - 2004 წლებში იქნა გაყვანილი, შედეგად შემცირდა მოგზაურობის დრო და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სისტემაა. შიდა საჰაერო ტრანსპორტირებისათვის 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო გიმპოს აეროპორტმა. ბუსანსა და ჩეჯუზე დღესდღეობით საერთაშორისო აეროპორტებია განთავსებული. სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი ინჩონის აეროპორტია, რომელიც 2001 წელს გაიხსნა. ინჩონის საერთაშორისო აეროპორტი

0
252
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ქაფიანიძე
ქრისტინე ქაფიანიძე
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0