x
image
worldsport.ge
პელე და რომარიო ერთმანეთს ძაღლი და კატასავით გადაეკიდნენ

imageბრაზილიური ფეხბურთის ორი ნამდვილი ლეგენდა, რომარიო და პელე, ერთმანეთს საშვილიშვილოდ გადაემტერა. ბრაზილიური ფეხბურთის ქომაგებისათვის რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ამ ორი ლეგენდის შერიგება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.
ცოტა ხნის წინ პელემ რომარიოს “კორუმპირებული ადამიანი“ უწოდა და განაცხადა, რომ სირცხვილია რომარიო მას რაიმეში სდებდეს ბრალს, როდესაც ეს უკანასკნელი ბრაზილიის პარლამენტში მოღვაწეობისას ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკურ პარტიასთანაა შეკრული.imageპელეს არც რომარიო ჩამორჩა და “ფეხბურთის მეფე“ უგულობაში და უსინდისობაში დაადანაშაულა. პელე თავისი უკანონო აწგარდაცვილი შვილის, სანდრას დაკრძალვას არ დაესწრო და მხოლოდ ახლაღა აღიარა, რომ სანდრა მისი შვილი იყო. ერთი სიტყვით, პელე და რომარიო ძაღლი და კატასავით არიან ერთმანეთზე გადაკიდებული და მათი მტრობის ცქერა დიდად თვალსასეირო სულაც არაა...


www.worldsport.ge

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0