x
image
worldsport.ge
რობი კინი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

imageირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ რობი კინი კი გამოიძახა, მაგრამ "ლოს ანჯელეს გელექსიდან" უარი მიიღო: გუნდს თამაშები აქვს და რობი კინს ვერ გამოვუშვებთო. ირლანდიელები 29 მაისს ლონდონში ინგლისს ხვდებიან ამხანაგურად, 2 ივნისს დუბლინის “ავივაზე" საქართველოს უმასპინძლებენ, 7 ივნისს დუბლინშივე ფარერებს ეთამაშებიან, ხოლო 11-ში ნიუ იორკში ესპანელებთან ელით ამხანაგური.
29 მაისი და 2 ივნისი ფიფას მიერ ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილი დღეები არაა, ასე რომ, "ლოს ანჯელეს გელექსი" ამ უფლებით სარგებლობს და კინს არ უშვებს. მოკლედ, კინი თემურ ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
კინი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: 54 გოლი 121 მატჩში.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0