x
image
worldsport.ge
უეფამ სასჯელი შეამსუბუქა

imageუეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ესპანურ “მალაგას” და ევროპის კიდევ რამდენიმე კლუბს ევროთასებზე მონაწილეობის უფლება მომავალი სეზონიდან ექნებათ.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის საარბიტრაჟო პალატის სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროთასებზე დისკვალიფიცირებული ევროპული კლუბების საკითხზეც იმსჯელეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ “მალაგა”, ხორვატიული “ჰაიდუკი” და “ოსიეკი”, ბუქარესტის “დინამო” და სერბული “პარტიზანი” და “ვოივოდინა” ევროტურნირებში ჩართვას 2014-2015 წლების სეზონიდან შეძლებენ. ამასთან, ყველა ჩამოთვლილ კლუბს რჩება შანსი, ევროარენაზე წლეულსვე დაბრუნდნენ, თუკი მათ აპელაციებს უმაღლესი სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო დააკმაყოფილებს.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0