x
image
worldsport.ge
მარადონა რომის პაპსაც გადასწვდა

imageსამხრეთამერიკულმა სპორტულმა გამოცემებმა ლეგენდარული დიეგო მარადონას მორიგი სკანდალური განცხადება გაავრცელეს. ამჯერად დიეგოს რისხვა “ბოკა ხუნიორსის” დამრიგებელმა კარლოს ბიანკიმ და რომის პაპმა ფრანცისკ I-მა დაიმსახურეს.
“ბიანკის “ბოკას” მწვრთნელად დანიშვნას თავიდანვე სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი. ახლა კი ჩემი უსაყვარლესი გუნდის თამაშის ყურება ძალიან მიჭირს. ბედნიერი ვარ, როდესაც ფეხბურთელები ზედიზედ ოთხ ზუსტ პასს აკეთებენ”, – თქვა მარადონამ.
“სან ლორენსოს” გულშემატკივარი პაპის მისამართით კი არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთადერთი წინადადებით შემოიფარგლა: “სავარაუდო კანდიდატებს შორის უარესი აირჩიეს”.


www.worldsport.ge

0
390
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0