x
image
worldsport.ge
ზირაქაშვილი “ჰაინეკენის თასის” სიმბოლური ნაკრების კანდიდატებში

imageპოპულარულმა სარაგბო ინტერნეტგვერდმა PlanetRugby-მ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” დასრულების შემდეგ, სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
რჩეულ 15-ეულში ქართველი ლეგიონერებიდან ვერცერთი მოხვდა, თუმცა, “კლერმონის” პირველხაზელ დავით ზირაქაშვილს ამის შანსი ჰქონდა. 3 ნომრის პოზიციაზე არჩევანი ჯონ აფოაზე შეჩერდა “ოლსტერიდან”, თუმცა, დახასიათებაში იქვე წერია, რომ აფოას, ზირაქაშვილს, მეტ სტივენსსა და კენსუს ჯონსტონს შორის, არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ. კანდიდატთა შორისაც ვერ მოხვდა მამუკა გორგოძე “მონპელიედან” - ალბათ იმიტომ, რომ მისი გუნდი ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა და ამასთან, ქართველმა ლეგიონერმა მესამე ხაზშიც ითამაშა და მეორეშიც, ამან კი მისთვის პოზიციის შერჩევა გაართულა.
საგულისხმოა, რომ ფინალში დამარცხებული “კლერმონიდან” PlanetRugby-ს ნაკრებში 6 მორაგბე მოხვდა, მაშინ, როდესაც თასის მომგებ “ტულონს” სულ 2 კაცი ყავს. ისიც აღსანიშნავია, რომ უკანა ხაზის 5 მოთამაშიდან, 4 სწორედ ზირაქაშვილის თანაგუნდელია (ფულბეკის გამოკლებით).
PlanetRugby-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. ლი ჰალფპენი (“კარდიფი), 14. სიტივენი სივივატუ (“კლერმონი”), 13. ორელიენ რუჟრი (“კლერმონი”), 12. ვესლი ფოფანა (“კლერმონი”), 11. ნაპოლიონი ნალაგა (“კლერმონი”), 10. ჯონი უილკინსონი (“ტულონი”), 9. ბენუა პეიოგი (“მონპელიე”); 1. შონ ჰილი (“ლენსტერი”), 2. ტომ იანგსი (“ლესტერი”), 3. ჯონ აფოა (“ოლსტერი”), 4. ბაკის ბოთა (“ტულონი”), 5. ნეითან ჰაინსი (“კლერმონი”), 6. კელი ბრაუნი (“სარასენსი”), 7. გერჰარდ ვოსლო (“კლერმონი”), 8. ლუი პიკამოლი (“ტულუზა”).



www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0