x
image
worldsport.ge
“სტიაუას” მეპატრონეს სამი წელი მიუსაჯეს

imageსკანდალურად ცნობილ ბუქარესტის “სტიაუას” მეპატრონე ჯიჯი ბეკალის რუმინეთის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ, რუმინული პრესა იუწყება.
ბიზნესმენი რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ორ ყოფილ ჩინოსანთან ერთად გაასამართლეს, რომელთაც 54 წლის ბეკალის, უკანონოდ 30 ჰექტარი მიწა სასოფლო-სამეურნეო მოხმარებისთვის გადასცეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ უკანონობის შედეგად სახელმწიფომ 900000 დოლარი იზარალა. თავის მხრივ, ბეკალის თანამზრახველებს 2-2 წელი ციხე მიუსაჯეს.
“სტიაუას” მეპატრონე კვირას გამთენიისას ბუქარესტის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ქვეყნიდან წასვლას ცდილობდა.


www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0