x
image
worldsport.ge
უილშირის ფიქრები: “კაპიტანი ვიქნები”

imageლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ბრიტანულ პრესასთან ინტერვიუში გაამხილა, რომ სამომავლოდ არა მარტო ლონდონური კლუბის, არამედ ინგლისის ნაკრების ლიდერად ქცევასაც გეგმავს.
“ბევრჯერ გამიგია, ესა თუ ის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში თამაშს თავს როგორ არიდებს. ჩემთვის კი ნაკრების მაისურით მინდორზე ყოფნა ენით აუწერელი ბედნიერებაა. სანაკრებო კარიერა სულ სხვა მწვერვალია, რომელიც ყველა კლუბის გულშემატკივარს აერთიანებს. მინდა “არსენალის” და ინგლისის ნაკრების კაპიტანი გავხდე. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ამ ოცნების ასრულება პირველ ყოვლისა ჩემზევეა დამოკიდებული”, – განაცხადა უილშირმა.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0