x
image
worldsport.ge
ბერლუსკონი ალეგრის გაშვებას არ აპირებს

imageიტალიურმა “მილანმა” უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრის დათხოვნას აპირებს.
ყველაფერი სატელევიზიო პროგრამა Il Processo di Biscardi-დან დაიწყო, სადაც გამოქვეყნდა წერილი, რომელიც თითქოსდა “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნოდა და სადაც ეწერა, რომ ის გუნდის სამწვრთნელო შტაბის მუშაობით უკმაყოფილო იყო.
“ზაფხულში “მილანის” სამწვრთნელო შტაბში რადიკალური ცვლილებები მოხდება. თუ აუცილებელი იქნება, კლუბის სტრუქტურასაც შევცვლით. სეზონის საშინლად დაწყების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელს და დირექტორს შევხვდი და ვუთხარი, რომ სიტუაცია სასწრაფო ცვლილებებს მოითხოვდა. გუნდის სათამაშო ტაქტიკის შეცვლაც კი მომიწია და სწორედ ამის ხარჯზე შევჯერით გასავარდნი ზონიდან მესამე საფეხურამდე დაწინაურება”, - ეწერა ტელევიზიით გამოქვეყნებულ წერილში.
რაღა თქმა უნდა, ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მილანის ოფიციალურმა საიტმა სასწრაფოდ უარყო ამ წერილის ნამდვილობა. კლუბი იუწყება, რომ პრეზიდენტს არანაირი წერილი არ შეუდგენია და ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.


www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0