x
image
worldsport.ge
გალტიემ “სენტ-ეტიენთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

imageფრანგული “სენტ-ეტიენის” მთავარმა მწვრთნელმა კროსტოფ გალტიემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
46 წლის სპეციალისტის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილი დარჩა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან გუნდს სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლამდე, ქვეყნის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა და რაც მთავარია, 32 წლის შემდეგ პირველი ჯილდო მოიგო - საფრანგეთის ლიგის თასი.
“მწვანეების” ოფიციალური საიტის ცნობით, გალტიემ ახალ კონტრაქტს გუშინ მოაწერა ხელი და გუნდში 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე, კრისტოფმა კლუბის ხელმძღვანელობას ერთი მოთხოვნა წაუყენა - არ გაეშვათ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი. 23 წლის გაბონელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 36 მატჩში 19 გოლი გაიტანა და პირველობის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ მეორე ადგილზეა.


www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0