x
image
worldsport.ge
ჰაინკესი ბუნდესლიგას 24 რეკორდით დაემშვიდობა

image2012-13 წლების სეზონში, მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგის ორ ათეულზე მეტი რეკორდი დაამყარა ან გაიმეორა. მიმდინარე სეზონში “რეკორდმაისტერის” მიერ დაფიქსირებული აქამდე არნახული მაჩვენებლების ჩამონათვალს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გვთავაზობს.
ყველაზე მეტი, 91 ქულა. (81, “დორტმუნდი” - 2011-12);ყველაზე დიდი, 25-ქულიანი სხვაობა მე-2 ადგილზე გასულ გუნდთან. (16, “ბაიერნი” - 2002-04);ტიტულის ყველაზე ადრე, 28-ე ტურში მოპოვება. (30-ე ტური, “ბაიერნი” - 1972-73);გათამაშების ლიდერობა 34 ტურის განმავლობაში. (34 ტური, “ბაიერნი” - 1968-69, 1972-73, 1984-85, 2007-08);ყველაზე მეტი, 29 მოგება. (25, “დორტმუნდი” - 2011-12, “ბაიერნი” – 1972-73);ზედიზედ 14 მოგება. (10, “გლადბახი” – 1986-87, “ვოლფსბურგი” – 2008-09);ყველაზე ცოტა, 1 წაგება. (1, “ბაიერნი” – 1986-87);ყველაზე ცოტა, 18 გაშვებული გოლი. (21, “ბაიერნი” – 2007-08);კარის მშრალად შენახვა 21 მატჩში. (19, “ვერდერი” – 1987-88, “ბაიერნი” – 2001-02);გოლის 34-ვე თამაშში გატანა. (34, “კიოლნი” – 1963-64);გოლის ზედიზედ 36 თამაშში გატანა (გათვალისწინებულია 2011-12 წლების სეზონიც). (36, “ბაიერნი” – 1973-1974 წლები);ბურთების შეფარდება +80. (+64, “ბაიერნი” – 1972-73);15 მოგება სტუმრად. (11, “დორტმუნდი” - 2011-12);0 წაგება სტუმრად. (0, “ბაიერნი” – 1986-87);47 ქულა სტუმრად გამართულ შეხვედრებში (37, “დორტმუნდი” – 2011-12, “ვერდერი” – 2003-04);მოგებათა 9-მატჩიანი სერია სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში. (8, “დორტმუნდი” - 2010-11);7 გაშვებული გოლი სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში. (10, “ვერდერი”, 1987-88);სეზონის პირველ ნახევარში ბურთების შეფარდება +37. (+33, “ბაიერნი”, 2011-12);სეზონის პირველ ნახევარში 7 გაშვებული ბურთი. (7, “შტუტგარტი” – 2003-04);სეზონის პირველ ნახევარში, სტუმრად ჩატარებულ მატჩებში 1 გაშვებული გოლი. (2, “შტუტგარტი”, 2003-04);გათამაშების პირველ 5 გასვლით შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა;სეზონის სტარტზე 8 მოგება. (7, “ბაიერნი” – 1995-96, “კაიზერსლაუტერნი” – 2001-02, “მაინცი” – 2010-11);სეზონის მე-2 ნახევარში 49 ქულის მოპოვება. (47, “დორტმუნდი” – 2011-12);სეზონის მე-2 ნახევრის პირველი 14 თამაშის მოგება. (7, “დორტმუნდი” – 2011-12).
შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულია აქამდე არსებული რეკორდები.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

1
34
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
2013, 21 მაისი, 0:38
რა ჯანდაბათ უნდოდათ ამათ გავარდიოლაა?? უკან უკან წავა ეს გუნდი
0 1 1