x
image
worldsport.ge
საინტერესო ფაქტები: "ინტერი", "სასუოლო", კიევის "დინამო"

imageმილანის "ინტერმა" ბოლო 65 წლის განმავლობაში უცუდესი სეზონი ჩაატარა. დიახ, 1948 წლის შემდეგ, "ინტერს" მე-8 ადგილზე ქვემოთ არ დაუსრულებია სერია A, ამჯერად კი მეცხრეზე გავიდა. კლუბმა, რომელმაც 3 წლის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ახალდასრულებული სეზონი აშკარად ჩააგდო. არცაა გასაკვირი: შემადგენლობა საკმაოდ დასუსტებულია. სეზონის ბოლო მატჩი კი სამარცხვინო გამოუვიდა - "უდინეზესთან" შინ 2:5 წააგო.
სერია A-ში ისტორიაში პირველად ითამაშებს "სასუოლო". ამ გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა სერია B-ში და მასთან ერთად აღზევდა მეორეადგილოსანი "ვერონა", ხოლო მესამე ბედნიერი პლეი ოფში გამოვლინდება: "ლივორნო", "ემპოლი", "ბრეშა" ან "ნოვარა".
"სასუოლო" 1922 წელს დაარსებული კლუბია. გუნდის მწვრთნელია "რომასა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ეუსებიო დი ფრანჩესკო. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია და შემადგენლობითაც დიდად არ გამოირჩევა. სერია B-ს ზოგიერთ სხვა კლუბს გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს.
...და კიევის "დინამოზე". აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა უპირველესმა კლუბმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და 1993 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაში (ითვლება საკვალიფიკაციოებიც). დონეცკის "შახტართან" კონკურენციაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტიცაა და კიეველები ხარკოვის "მეტალისტსაც" ჩამორჩნენ.
ოლეგ ბლოხინმა, რომელიც კიეველთა მწვრთნელი გახლავთ, ყველაფერს მოკლედ უპასუხა: "ეს სრული გაუგებრობაა, კიევის "დინამომ" დიდი სირცხვილი ჭამა".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0