x
image
worldsport.ge
ხიზანიშვილი - ერთი წლით ისევ "ქაისერისფორში"

image31 წლის ქართველმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა 2014 წლის 31 მაისამდე გააგრძელა "ქაისერისფორთან" კონტრაქტი. რამდენიმე დღის წინ, ფაქტობრივად, გადაწყდა, რომ ზურაბი კლუბს აღარ შეიცვლიდა. მან თავად განაცხადა, რომ ქაისერელთა წინადადება მოეწონა და 90 პროცენტით, გუნდში დარჩებოდა.
ზურაბის მიმართ ინტერესს გამოთქვამდნენ ინგლისური კლუბები - "რედინგი", "ნორვიჩი", "ლიდსი" და თურქული "ტრაბზონსფორი", რომელმაც კონტრაქტიც კი გაუმზადა ქართველს.
58 მატჩი, 1 გოლი - ასეთია ხიზანიშვილის სტატისტიკა "ქაისერისფორში", სადაც 2011 წელს "რედინგიდან" გადავიდა.
ინფორმაცია ზურაბის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე "ქაისერისფორის" საიტმა გაავრცელა. აქვე ვთქვათ, რომ ქაისერელებმა სეზონის ბოლო ტურში შინ "ბეშიქთაშს" 2:0 სძლიეს და მეხუთე ადგილზე გავიდნენ.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0