x
image
worldsport.ge
ანჩელოტიმ პსჟ-ს ხელმძღვანელობას “რეალში” გაშვება სთხოვა

imageფრანგული პსჟ-ს იტალიელი თაცკაცი კარლო ანჩელოტი არ მალავს, რომ კარიერის გაგრძელება მადრიდის “რეალში” უნდა.
53 წლის სპეციალისტმა ფრანგული გრანდის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ მას ესპანეთში წასვლის უფლება მისცენ და ამის შესახებ Canal+-თან საუბარში თავად განაცხადა.
“ლეონარდოს და კლუბის პრეზიდენტ ალ ჰელაიფის პირადად შევხვდი. მათ ვაცნობე, რომ მადრიდში მუშაობა მსურდა, მაგრამ რადგან პსჟ-თან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, თავად ვერაფერს გადავწყვეტ. ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, ამ გუნდთან გაშორება გამიჭირდება. ბიჭებთან ჩინებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. გამიჭირდება იმ მიზეზების ახსნაც, რის გამოც კლუბიდან წასვლა მსურს. ალბათ, ამის შესახებ არც არასდროს ვისაუბრებ”, - თქვა ანჩელოტიმ, რომელმაც პსჟ-ს წლეულს ქვეყნის ჩემპიონატი მოაგებინა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი პსჟ-ის პრეზიდენტმა ალ ჰელაიფიმაც გააკეთა: “ანჩელოტიმ გვთხოვა, “რეალში” გამიშვითო, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია. იტალიელს ჩვენს გუნდთან საკონტრაქტო პირობები აკავშირებს”.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0