x
image
worldsport.ge
“ფიორენტინა” “მილანის” პენალტს აპროტესტებს

imageფლორენციის “ფიორენტინას” ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერმოხვედრით უკმაყოფილონი არიან.
სერია A-ს დასკვნით ტურში მათ “პესკარა” 5:1 გაანადგურეს და იმის იმედად იყვნენ, რომ პარალელურ მატჩში “სიენა” “მილანს” დაამარცხებდა. 84-ე წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მაგრამ მერე ფელიპემ საკუთარ საჯარიმოში ბალოტელის წინააღმდეგ იუხეშა და ზუსტი დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა, ხოლო სამ წუთში მექსესმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
შედეგად, “მილანმა” 72 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო “ფიორენტინა” მას 2 ქულით ჩამორჩა და ევროპის ლიგის საგზურით მოუწევს დაკმაყოფილება. ფლორენციელების რამდენიმე წარმომადგენელი სწორედ იმ ეპიზოდს აპროტესტებენ, როდესაც “სიენას” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და რის შედეგადაც “მილანმა” წონასწორობის აღდგენა მოახერხა. ისინი მიიჩნევენ, რომ მილანელებს პენალტი აჩუქეს.
დანიელე პრადე (“ფიორენტინას” დირექტორი): “სიტყვები არ მყოფნის. ერთი მხრივ, გახარებული ვარ, ასეთი კარგი სეზონი რომ ჩავატარეთ, ხოლო მეორე მხრივ - იმედგაცრუებული, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ. ბოლო წამამდე გვჯეროდა “სიენასი”, მაგრამ უძლურნი ვართ, როდესაც ასეთ სიტუაციას ვხვდებით. ვეღარაფერს შევცვლით. დღეს საღამოს გზა დიდი ეიფორიიდან დეპრესიამდე გავიარეთ, თუმცა, უნდა ვაღიარო, ველოდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა”.
მანუელ პასკუალი (“ფიორენტინას” მცველი): “მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიეთ და ჩემპიონატი მეოთხე საფეხურზე დავასრულეთ, მაგრამ გვწამდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში გავიდოდით. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გვაქვს. ყველამ დაინახა, რომ “მილანს” პენალტი აჩუქეს”.
გონსალო როდრიგესი (“ფიორენტინას” მცველი): “ახლა თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, იტალიაში თამაშის საშუალება აღარასოდეს მომეცემა”.


www.worldsport.ge

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0