x
image
worldsport.ge
რონალდუს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

imageშესაძლოა, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. AS-ის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ატლეტიკოსთან” კოპა დელ რეის ფინალურ მატჩში (1:2), პორტუგალიელმა მეტოქეთა ნახევარმცველ გაბიზე ძალზე უხეშად ითამაშა და წითელი ბარათითაც დაისაჯა.
სადღეისოდ, გასარკვევი ისაა, რამდენ მატჩს გამოტოვებს რონალდუ. თუკი მადრიდელთა შემტევი 4 მატჩით დაისჯება, პრიმერა დივიზიონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს და მომდევნო სეზონის საწყის 2 შეხვედრასაც დააკლდება.
ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, რონალდუმ 34 მატჩი ჩაატარა და 34 გოლით გამოირჩა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0