x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსოფლიოს უდიდესი ბრილიანტი
ბრილიანტი შეიძლება ქალებისთვის ყველაზე დიდ კოშმარად იქცეს. ბრილიანტის ყელსაბამმა, შეიძლება, სერიოზული ჭრილობა მიაყენოს მკერდზე, ან სულაც, ყელის არეში სასიკვდილო აღმოჩნდეს. (ბრილიანტი იგივე ალმასია, ოღონდ დამუშავებული)


Diamond

ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასია, რომელიც პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) 1905 წელს არის აღმოჩენილი. იგი 3.106 კარატია (621.2 გრამი, ან 1.37 ფუნტი) და მისი ზომებია:

სიგრძე - 37/8 ინჩი (იგივე დიუმი)


სიგანე - 21/4 ინჩი

სიმაღლე - 25/8 ინჩი


World’s Biggest Diamond


თავდაპირველად იგი ბროლი ეგონათ, რადგან მსგავსი ზომის ალმასი მანამდე არსად არ ენახათ. იგი 3-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე აღმოჩენილი ალმასები. ალასი აღმოაჩინა Thomas Evan Powell-მა, რომელიც უბრალო მაღაროელი იყო. მან ეს ალმასი გადასცა Frederick Wells-ს, რომელიც იყო ბრილიანტის გადამამუშავებელი კომპანიის (Premier Diamond Mining Company) მენეჯერი. ეს მოხდა 1905 წლის 26 იანვარს. ამ უდიდეს ბრილიანტს სახელად "Sir Thomas Cullinan" უწოდეს. მსოფლიო ისტორიაში 1905 წლის 26 იანვრის შემდეგ ასეთი ზომის ბრილიანტი არავის აღმოუჩენია.


World’s Biggest Diamond - Cullian


არსებობს ჭორი იმის შესახებ, თითქოს ქვა თავდაპირველად გაცილებით დიდი იყო. დამუშავების დროს, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი მხარე ბროლის იყო და მისი მოცილების შემდეგ ქვა დაპატარავდა. Sir William Crookes მეთაურობდა Cullinan-ის გამოკვლევის პროცესს. მისი განცხადებით Cullinan უნიკალური ბრილიანტი მხოლოდ თავისი ზომების გამო კი არააა, არამედ იმითაც, რომ მასში შიდა დაძაბულობა ძალიან დიდია. (ალმასი წარმოიქმება მაღალი წნევის პირობებში)


World’s Biggest Diamond - Cullian


მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასის მოდელირება მოახდინა ამსტერდამელმა J. Asscher-მ სამ დიდ და 9 საშუალო ზომის ძვირფას ქვად (იყო მცირე ზომის ფრაგმენტებიც). მათ შორის ყველაზე დიდი 530.2 კარატს იწონიდა, შედარებით მცირე კი 317.40 კარატს. ამ ზომის ბრილიანტი დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინს ამშვენებდა. ძვირფასი ქვა სამეფო ტახტმა 150000 ფუნტად შეიძინა და 3500 ფუნტი კარგი მუშაობისთვის ჯილდოდ გადასცეს ოსტატს. 1909 წელს Cullian დაჭრეს და გააპრიალეს. მიიღეს 2 უმსხვილესი ბრილიანტი, რომელიც ერთი მხრიდან - უხეში ალმასი, ხოლო მეორე მხრიდან დამუშავებული ბრილიანტი იყო. დღემდე ეს ყველაზე დიდი ბრილიანტია მსოფლიოში.


0
764
15-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0