x
image
worldsport.ge
ინგლისში რასიზმისთვის 5 მატჩით დასჯიან

imageინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან მოთამაშეებს, რომლებიც საფეხბურთო მოედანზე რასიზმის გამოვლენაში იქნებიან შემჩნეულები, 5-მატჩიან დისკვალიფიკაციას განუსაზღვრავენ.
თავის დროზე საფეხბურთოო ასოციაცია მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც “ლივერპულის” თავდამსხმელი ლუის სუარესი რასიზმის გამოვლენისთვის 8 მატჩით დასაჯეს, ხოლო ანალოგიური ქმედებისთვის “ჩელსის” მცველი ჯონ ტერი – 4 მატჩით.
მომავალში მსგავსი რამ რომ აღარ მოხდეს, საფეხბურთო ასოციაციამ მოედანზე რასიზმის გამოვლენისთვის კონკრეტული სასჯელები დააწესა, რომელთაგან ყველაზე მსუბუქი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციაა. უფრო სერიოზული განმეორებითი დარღვევები გაცილებით მკაცრად დაისჯება.
მიმდინარე თვის დასასრულს ფიფამ რასიზმის გამოვლენისთვის თავისი სასჯელები უნდა დაამტკიცოს და ცნობილია, რომ დამნაშავეს 10 მატჩით დასჯიან.


www.worldsport.ge

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0