x
image
worldsport.ge
დეშამმა რიბერის არგამოძახება განმარტა

imageსაფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ფრანკ რიბერის სამხრეთამერიკულ ტურნეში წაყვანაზე.
“ფრანკი მზად იყო, გუნდს შეერთებოდა, მაგრამ მე “ბაიერნის” მიერ ჩასატარებელი მატჩების გრაფიკი გავითვალისწინე. გადავწყვიტე, რომ ყველაზე ჭკვიანური ნებისმიერი სახის ტრავმისთვის თავის არიდება იქნებოდა. მთავარია, რომ მომავალ სეზონში მან ისეთ დონეზე ითამაშოს, როგორც ამ სეზონის განმავლობაში თამაშობდა”, – იუწყება დეშამის სიტყვებს გერმანული პრესა.
საფრანგეთის ნაკრები 5 ივნისს ამხანაგურ თამაშს ურუგვაისთან გამართავს, ხოლო 9 ივნისს – ბრაზილიასთან. “ბაიერნი” 25 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება, 1 ივნისს კი, გერმანიის თასის ფინალში “შტუტგარტს” შეხვდება.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0