x
image
worldsport.ge
“ბარსელონას” მორიგი წინაღობა – ნეიმარის მამა

image“ბარსელონაში” “სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდ ნეიმარის გადასვლის საკითხი თითქოს დასასრულს მიუახლოვდა და მოულოდნელად ისევ ჩიხში შევიდა. ესპანური პრესის ცნობით, ამჯერად მიზეზი ფეხბურთელის მამაა.
კატალონიური კლუბის წარმომადგენელი რაულ სანლიენი ბრაზილიაშია ჩასული და ტრანსფერზე წერტილის დასასმელად აქტიურ მოლაპარაკებას მართავს. სპორტული გამოცემების მთელი რიგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სანტოსი”, რომელსაც ნეიმარზე 55 პროცენტი ეკუთვნის, უკვე თანახმაა “ბარსელონას” შეთავაზება მიიღოს. საინვესტიციო ჯგუფ DIS-ს 40 პროცენტი აქვს, ხოლო კომპანია Teisa-ს – 5 პროცენტი.
ნეიმარის მამა ტრანსფერის თვე-ნახევრით გადადებას ითხოვს, ვიდრე კონფედერაციის თასი არ გაიმართება, აქაოდა, ამ ტურნირის შემდეგ ჩემი შვილის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზრდებაო.


www.worldsport.ge

3
366
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
366
  
2013, 22 მაისი, 17:43
http://trophymanager.com/?c=2943099 საუკეთესო საფეხბურთო ონლაინ მენეჯერი,შექმენი საკუთარი გუნდი,გააკეთე ტრანსფერები,მოიგე ეროვნული ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგა და მიიღე მონაწილეობა ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შესარჩევ კონკურსში და დაიპყარი მსოფლიო.
2013, 17 მაისი, 16:24
ვის გაუღვივდა ეგ იდეა, რათ უნდა ბარსას ნეიმარი? პერსიზე ვიჩალიჩოთ ძმა ვან პერსიზე :))
2013, 17 მაისი, 11:42
ეს როგორ უნდა იყიდო ეხლა ამის მერე :P გაუმაძრარი მამა...ბრაზილიაში ბრწყინავს შეიძლება,მაგრამ ვინიცის რა მოუვა ევროპაში...
0 1 3