x
image
worldsport.ge
ბექჰემმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

imageმსოფლიო ფეხბურთი კიდევ ერთ ცოცხალ ლეგენდას ემშვიდობება – სეზონის ბოლოს, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” 38 წლის ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს. ამის შესახებ თავად ინგლისელმა განუცხადა Sky Sports-ს.
“პსჟ-მ შანსი მომცა და ამისათვის მადლობელი ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების დრო მოვიდა. პატარაობისას, ჩემთვის რომ ეთქვათ, მშობლიურ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ტიტულებს მოიგებ, ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებ და ასეთ გრანდებში თამაშის საშუალება გექნებაო, ფანტასტიკად ჩავთვლიდი. გამიმართლა, რომ ოცნებების რეალიზება შევძელი”, - განაცხადა ბექჰემმა, რომელმაც პირველი ოფიციალური მატჩი 1992 წლის 23 სექტემბერს, ინგლისის თასზე ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ბექჰემი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც 4 ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0