x
image
worldsport.ge
Daily Mail - პელეგრინი “სიტის” მწვრთნელია

imageDaily Mail-ის ცნობით, “მალაგამ” “მანჩესტერ სიტის” მწვანე შუქი აუნთო, რათა 59 წლის მანუელ პელეგრინი “ქალაქელთა” ბანაკში გადაბარგდეს. სავარაუდოდ, პელეგრინი წელიწადში გასამრჯელოდ 4, 5 მილიონ გირვანქას მიიღებს, თუმცა კონტრაქტს მას შემდეგ გააფორმებს, რაც “სიტი” პოსტსასეზონო ნიუიორკული ტურნედან დაბრუნდება.imageპელეგრინისთან ერთად “სიტის” “მალაგას” 21 წლის ნიჭიერი პლეიმეიკერის, ისკოს გადაბირებაც სურს და მასში 27 მილიონ გირვანქას იხდის. ისკოს მამასთან “ქალაქელთა” სპორტული დირექტორი, ფერან სორიანო ჩასულა და 4-წლიან ხელშეკრულებაზე უსაუბრია. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ “მალაგაში” თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ კლუბში არსებული ცუდი ფინანსური ვითარების გამო, ალბათ ინგლისში გადაბარგება მოუწევს. ისკო მადრიდის “რეალსაც” სურს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ თავის მალაგელ მწვრთნელთან, პელეგრინისთან ერთად ყოფნა მანჩესტერელების შანსს ზრდის. მით უმეტეს, რომ “რეალის” მომავალი დამრიგებლის ვინაობა ჯერაც უცნობია.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0