x
image
worldsport.ge
"ზესტაფონი" ბოლო ტურში არ ითამაშებს???

image18 მაისს თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში "ზესტაფონს: უნდა ეთამაშოს, მაგრამ უცნაური ამბავი შევიტყვეთ: აღმოჩნდა, რომ ზესტაფონელები არ ვარჯიშობენ და სეზონს უკვე დასრულებულად მიიჩნევენ.
"მსოფლიო სპორტი" "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და დაგვიდასტურა, რომ 18 მაისს გასამართი მატჩი ჩაშლის პირასაა - გუნდი შეკრებაზე არაა და არანაირი მზადება არ მიმდინარეობსო. ეს ფინანსური სირთულეების გამო.
როგორც იცით, კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ დაფინანსება შეწყვიტა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სთხოვა დახმარება, თუმცა მათ სახსრები არ აქვთ. აქ უკვე ყველაფერი მიდის სახელწიფოს მხრიდან დახმარებაზე და სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჩაერევა საქმეში.
რა გამოდის? თუ მატჩი არ შედგა, "ზესტაფონს", სავარაუდოდ, 0:3 წაგება ჩაეთვლება.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0