x
image
worldsport.ge
მოურინიოს 100-მილიონიანი ზაფხული

imageევროპის ლიგის გამარჯვებულის, ლონდონის ”ჩელსის” მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, რომელიც ცოტა ხანში დატოვებს თავის პოსტს, ამბობს, რომ ახალ სეზონში “ჩელსი” წლევანდელზე გაცილებით ძლიერი იქნება, რადგან კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ზაფხულის ტრანსფერებისთვის 100 მილიონი გირვანქის გამოყოფას აპირებს. “მართალია, ახლა ყველა ერთ ადამიანზე ლაპარაკობს (ცხადია, მოურინიოს გულისხმობს – რედ), მაგრამ მე არ ვიცი, ვინ იქნება გუნდის მომავალი მწვრთნელი. თუმცა, ვინც უნდა იყოს, მას მშვენიერი შემადგენლობა და ხაზინაში სატრანსფეროდ გამოყოფილი 100 მილიონი გირვანქა დახვდება. ფიქრობ, ზაფხულიდან “ჩელსი” ისეთი ძლიერი იქნება, როგორც არასოდეს, ” – უთხრა ბენიტესმა ესპანურ რადიო Onda Cero-ს.



www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0