x
image
worldsport.ge
“ჩელსიმ” წრე შეკრა – ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, თასების მფლობელთა თასი

imageუეფას ევროპის ლიგის ფინალში, “ამსტერდამ არენაზე” “ბენფიკას” დამარცხების (2:1) შემდეგ, ლონდონის “ჩელსი”, “აიაქსის”, “ბაიერნისა” და “იუვენტუსის” შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში მე-4 კლუბი გახდა, რომელსაც სამივე ევროპული თასი მოუგია.
შარშან, “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო, ხოლო წელს ევროპის ლიგაზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ლონოდნელებმა 1971 და 1998 წლებში, ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ეს თასი, რომელიც თბილისის “დინამოსაც” მოუგია, აღარ თამაშდება.
ამსტერდამის “აიაქსი”
ევროპის ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა: 1971, 1972, 1973, 1995
უეფას თასი/ ევროპის ლიგა: 1992
თასების მფლობელთა თასი: 1987
გასული საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში, “აიაქსმა”, რომლის რიგებშიც იოჰან კრუიფი ბრწყინავდა, ჩემპიონთა თასი 3-ჯერ მოიგო. პირველად ამსტერდამელებმა ტიტული რინუს მიხელსის ხელმზღვანელობით მოიგეს, ხოლო შემდეგ რუმინელი სეპციალისტის სტეფან კოვაჩის თავკაცობით იმარჯვეს. 1995 წელს, “აიაქსს” ჩემპიონთა ლიგაში ლუის ვან გაალმა გაამარჯვებინა. სხვათა შორის, მისი მთავარმწვრთნელობით ჰოლანდიელებმა 1992 წელს უეფას თასი მოიპოვეს. თასების მფლობელთა თასს, “აიაქსი” 1987 წელს დაუფლა, როდესაც გუნდს კრუიფი წვრთნიდა.
მიუნხენის “ბაიერნი”
ევროპის ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა: 1974, 1975, 1976, 2001
უეფას თასი/ ევროპის ლიგა: 1996
თასების მფლობელთა თასი: 1967
“ბაიერნმა” ესტაფეტა “აიქსისაგან” გადაიბარა და ჩემპიონთა თასს ზედიზედ 3-ჯერ დაეუფლა. მიუნხენელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალებში ერთი მეორეს მიყოლებით – მადრიდის “ატლეტიკო”, ინგლისის “ლიდსი” და საფრანგეთის “სენტ-ეტიენი” დაამარცხეს. მომდევნო წარმატებას ბავარიელებმა 25 წელი უცადეს და 2001 წელს ფინალში “ვალენსიას” სძლიეს.
აქვე გეტყვით, რომ გერმანელებმა ევროტურნირებზე პირველი ჯილდო 1967 წელს მოიპოვეს, როდესაც თასების მფლობელთა თასის ფინალში შოტლანდიის “გლაზგო რეინჯერსს” აჯობეს.
1996 წელს, უეფას თასის ფინალში, “ბაიერნმა” ორი მატჩის ჯამში საფრანგეთის “ბორდო” დაამარცხა.
ტურინის “იუვენტუსი”
ევროპის ჩემპიონთა თასი/ ჩემპიონთა ლიგა: 1985, 1996
უეფას თასი/ ევროპის ლიგა: 1977, 1990, 1993
თასების მფლობელთა თასი: 1984
“იუვენტუსმა” პირველი ევროპული ჯილდო, “აიაქსთან”, “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” შედარებით ყველაზე გვიან მოიგო. 1977 წელს, ტურინელებმა უეფას თასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხეს. იტალიელებმა უეფას თასს შემდეგ კიდევ ორჯერ, 1990 და 1993 წლებში დაუეფლენ.
1984 წელს, ტურინელებმა თასების მფლობელთა თასზე გაიმარჯვეს, ხოლო ერთი წლის მერე, ჩემპიონთა თასი აღმართეს. თუმცა, 1985 წელს მოპოვებული გამარჯვება, ფინალის დაწყებამდე “ეიზელის” სტადიონზე მომხდარმა ტრაგედიამ გააფერმკრთალა, როდესაც ინგლისელ და იტალიელი გულშემატკივრების ჩხუბს, 37 იტალიელი შეეწირა. 1996 წელს, “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში ამსტერდამის “აიაქსს” მოუგეს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0