x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134594
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
მაკიაჟის ძირითადი აქცენტები 2013-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებიდან
ყოველი წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი თავის ტენდენციას კარნახობს და ამკვიდრებს როგორც ტანსაცმელსა და აქსესუარებში, ასევე მაკიაჟშიც.

არც 2013 წლის სეზონია ამ მხრივ გამონაკლისი.

წელს ვიზაჟისტებმა მაკიაჟში რამდენიმე აქცენტი გამოყვეს.

პირველ რიგში მათ უპირატესობა მიანიჭეს ვარდისფერს.


image

ვარდისფერი მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

მის საპატივცემულოდ Chanel-მა ვერსალში გამართული საკრუიზო ჩვენებისთვის ცალკე "ვარდისფერი" კოლექცია შექმნა.

ახალი ფერ-უმარილი, თვალის ჩრდილები, პომადა და ფრჩხილების ლაქი დაგეხმარებათ უდარდელი იერის შექმნაში და სამყაროს ვარდისფერ ფერებში დაგანახებთ.


image

image


Donna Karan-ის საგაზაფხულო ჩვენებაზე ვიზაჟისტები უფრო

შორს წავიდნენ და ვარდისფერით მოდელების წამწამებიც შეღებეს.

image


იმ ქალბატონებმა, ვისაც ვარდისფერი არ მოსწონს, შეუძლიათ

აირჩიონ მაკიაჟი ბუნებრივ ტონებში, როგორც Balmain-ის ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი.

image


მიმდინარე სეზონზე დიდ პატივშია ფუმფულა ხელოვნური წამწამები, როგორც Gucci-ის შოუზე იქნა წარმოდგენილი და თვალის "მეტალისებური" მაკიაჟი, რომლითაც Chanel-ის გაზაფხული-ზაფხული 2013 ჩვენებაზე იწონებდნენ თავს მოდელები.

image

image

Gucci


image

image

Chanel


ექსპერიმენტების მოყვარულ ქალბატონებს შეუძლიათა გაიმეორონ 1960-იანი წლების სტილის მაკიაჟი, რომელიც Marc Jacobs-ის კოლექციის ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი.

მოიძიეთ ტვიგის ფოტოები, მდგრადი ფანქარი თვალისთვის, ატმისფერი ჩრდილები და შექმენით სახასიათო მაკიაჟი.

image

image

Marc Jacobs


რაც შეეხება პომადას, წელს უპირატესობა გლუვი კონსისტენციის პომადებს მიანიჭეთ- როგორც მაგ. Burberry და Giles ჩვენებაზე. ასეთი პომადა უფრო მეტი ხნით ნარჩუნდება ტუჩებზე და ფერიც უფრო დატვირთული გამოდის. ( რაც აუცილებელია პირობაა დაიპყროთ მამაკაცების გული პირველივე გაღიმებისას)
image

Burberry

image
Giles

0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0