x
image
worldsport.ge
"ჩელსის" ოქროს კუთხე - კუთხური მარჯვენა ფლანგიდან, მატა აწვდის...

imageშარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ბოლო წუთებია, ხუან მატა კუთხურიდან აწვდის და დიდიე დროგბას თავით გააქვს გოლი. 'ჩელსიმ" "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც გოლი არ გასულა და პენალტების სერიაში 'არისტოკრატებმა" მოიგეს.
ევროპის ლიგის გუშინდელი ფინალი: 93-ე წუთია, 1:1 და "ჩელსი" და"ბენფიკა" დამატებით დროზე ფიქრობენ, თუმცა ისევ კუთხური, ამჯერადაც მატა აწვდის და ამჯერად დროგბას არა, მაგრამ ბრანისლავ ივანოვიჩს გააქვს თავურით.
ორივეჯერ მარჯვენა ფლანგიდან შესრულდა კუთხური, ორივეჯერ მატა მივიდა ბურთთან. თილისმად იქცა "ჩელსისთვის" ეს ადგილი.
მატა: "მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა. "ბენფიკასთან" უკვე დამატებით დროზე ვფიქრობდი, მაგრამ როცა კუთხურის ალამთან მივედი, შარშანდელი ჩაწოდება და დიდიე დროგბას გოლი გამახსენდა. ვფიქრობ, 25 წლის ასაკში უკვე ბევრს მივაღწიე. ასევე, მადლობას ვუხდი რაფა ბენიტესს, მან მართლაც დიდი სამუშაო გასწია გუნდში და მეც დამეხმარა, რათა წინსვლა გამეგრძელებინა".


www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0