x
image
worldsport.ge
ბრიტანული პრესა: გიგზი მოიესს დაეხმარებაო

imageბრიტანული პრესის ინფორმაციით, რაიან გიგზი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი თავკაცის, დევიდ მოიესის სამწვრთნელო შტაბში შევა.
მედიის მტკიცებით, ორშაბათის შეხვედრაზე მოიესმა, გიგზმა და სერ ალექს ფერგიუსონმა ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ეს ნაბიჯი ყველას წაადგება. გიგზის დანიშვნა ახალ მწვრთნელს სწრაფად ადაპტაციაში ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, ის თავის უდიდეს გამოცდილებას პირველი გუნდის მოთამაშეებს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ გიგზმა ფეხბურთელობისას სამწვრთნელო კურსები გაიარა და ლიცენზიაც აიღო.


www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0