x
image
worldsport.ge
ფიფამ 8 ესტონელი ფეხბურთელი დასაჯა

imageფიფამ 8 ესტონელ ფეხბურთელს, რომლებიც მატჩების შედეგების მანიპულირებაში არიან ბრალდებულები, 2014 წლის პირველ მარტამდე ფეხბურთში ნებისმიერი ფორმით მოღვაწეობა აუკრძალა.
მანამდე მსგავსი სასჯელი მაქსიმ გრუზნოვს, ვიტალი გუსევს, ერიკ გრიგორიევს, ალექსანდრ კულიკს, ალექსანდრ ტარასენკოვს, სერგეი ლეონტოვიჩს, დენის იიგისტესა და ანტონ სერედას ესტონეთის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომისიამ დაადოს. სხვათა შორის, ხსენებულმა კომისიამ ეს ვადა შეიძლება გაზარდოს და თავის მხრივ, ფიფას სასჯელს ავტომატურად გაახანგრძლივებს.
“ფიფას გადაწყვეტილება როგორც ჩვენთვის, ასევე, მსოფლიო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიფას, უეფასა და ესტონეთის საფეხბურთო ასოციაციის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – თამაშების შედეგებით მანიპულატორებს ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ, მათ მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა მოქმედებს”, – განაცხადა ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აივარ პოლაკმა.


www.worldsport.ge

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0