x
image
worldsport.ge
რუხაიამ სეზონი დაასრულა

imageრუსეთის საფეხბურთო ნაციონალურ ლიგაში მოასპარეზე ნალჩიკის “სპარტაკის” ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ მიმდინარე სეზონი დაასრულა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“გუჯა რუხაიას, რომელსაც მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა, აღდგენითი პროცედურების სრული ციკლი არ დაუსრულებია”, – განუცხადა რუსულ სააგენტო “რია ნოვოსტის” ნალჩიკელთა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
რუხაია არა მხოლოდ რუსეთის პირველ დივიზიონში გასამართ მომავალ სამ ტურში ვერ ითამაშებს, არამედ, მონაწილეობას პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფშიც ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ “სპარტაკში” რუხაიასთან ერთად დავით სირაძე გამოდის.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0