x
image
worldsport.ge
მესი 2-3 კვირა დაისვენებს

image“ბარსელონას” შემტევმა ლიონელ მესიმ, რომელმაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურში, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოგებულ (2:1) მატჩში ტრავმა მიიღო, დამატებითი სამედიცინო შემოწმება გაიარა.
საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არგენტინელს ბარძაყის უკანა კუნთი აქვს დაზიანებული. კატალონიელთა სამედიცინო შტაბის პროგნოზით, მესი 2-3 კვირას გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელი მოედანზე აღარ გავა.


www.worldsport.ge

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0