x
image
worldsport.ge
გაზაევი: "ჭანტურიას ნატიფი ტექნიკა აქვს"

image"ალანიას" მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა გუნდის ფორვარდი გიორგი ჭანტურია შეაქო - ეს "ვოლგასთან" 0:1 წაგებული შეხვედრის შემდეგ, როცა "ალანია" ოფიციალურად გავარდა პრემიერლიგიდან:
"გიორგი ნამდვილი ტალანტია და "ვოლგასთანაც" კარგად ითამაშა. რამდენჯერმე მოახერხა საფირმო დრიბლინგის განხორციელება და გამწვავება. ჭანტურია ნატიფ ტექნიკას ფლობს, კარგი ცაციაა. ამ ფეხბურთელის ძლიერ მხარეებზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. ჭანტურია იჯარით ავიყვანეთ სეზონის ბოლომდე. ვუსურვებ, რომ დიდი ფეხბურთელი დადგეს. ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს".
გიორგი "ვიტესს" ეკუთვნის, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ კარიერა მერაბ ჟორდანიას კლუბში გააგრძელოს. სავარაუდოდ, ისევ გაანათხოვრებენ, ან გაყიდიან.
ითქვა ორი კლუბის სახელი და ორივე იტალიურია: "ტორინო" და "ჯენოა". ეს იტალიურმა პრესამ დაწერა, მათ შორის, Tuttosport-მა.


www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0