x
image
თეონა ასტამაძე
თსუ-ს მე-3 სართულიდან გადმოგდებული გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა

image თსუ- სტუდენტი გვანცა ადამია დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მისი მკურნალი ექიმის- მერაბ ჯანელიძის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ყველაფერი ახსოვს, თუმცა მის სრულ გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოყვანის დროს გვანცას ჰიპოოლემიური შოკი, ღვიძლის მრავლობითი დაზიანება, ნეკნებისა და მენჯის მოტეხილობა და მარჯვენა ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, საბედნიეროდ მისი მდგომარეობა მკურნალობას დაექვემდებარა.
როგორც ცნობილია გოგონა მასზე უიმედოდ შეყვარებულმა ვანო ღონღაძემ უნივერსიტეტის მესამე სართულიდან 1 მაისს გადმოაგდო. ამ ფაქტზე ისაუბრა დაზარალებულის დედამაც, რომლის განცხადებით გოგონას ყველაფერი ახსოვს, იგი ხშირად ესაუბრებოდა დედას, რომ ეს ბიჭი მას აწუხებდა და სულ უკან დასდევდა. მომხდარის შემდეგ ეჭვმიტანილმა ჯერ აღიარა დანაშაული, მას შემდეგ კი დუმილის უფლებას იყენენებს, თუმცა ყველაფერი უნივერსიტეტში დამონტაჟებულმა კამერებმა გადაიღო.
ვანო ღონღაძე კი უნივერსიტეტის დაცვამ დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს და ღონღაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

7
340
18-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
340
  
2017, 23 აპრილი, 12:50
არც ისე ძლიერ და არც ისე აშკარად, როგორც ეს იმ დროს ჩანდა, ჯიგარო :D :D :*

სიყვარულისმიერი სისასტიკე, შეყვარებულის სიძულვილად ქცეული სიყვარული, გამოხატული შურისძიების ამგვარი ფორმით.... ვინ შეაფასა : )
2013, 13 მაისი, 23:58
რას აღარ გააკეთებინებს კაცს ეს სიყვარული რა სასტიკია არადა ღონღაძეს გაედო აშკარად:D:D
2013, 13 მაისი, 9:30
აუ სიმონ ასე გააბერია სიხვარულმა?
2013, 10 მაისი, 23:42
რა საშინელებაა
:(
2013, 10 მაისი, 22:59
საბედნიეროდ გადარჩა და კარგადაა
2013, 10 მაისი, 22:57
კიდევ კარგი გარადჩა
2013, 10 მაისი, 22:55
საით მივექანებით? ამას ეძახის ღონღაძე სიყვარულს?
0 1 7